ხულდარაში სოფლის კრებაზე გარე განათების მოწყობა გადაწყდა
დღეს, 3 თებერვალს, 11:00 საათზე, სოფელ ხულდარაში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.
მცხოვრებლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა სასმელი წყალია, თუმცა სოფელზე გამოყოფილ 16 000 ლარში ამის გაკეთება ვერ ხერხდებოდა, ამიტომ ადგილობრივები გარე განათების მოწყობას დასჯერდნენ.

მერიის თანამშრომლების თქმით, სოფელ ხულდარაში ჩატარებულ კრებაზე 103 მცხოვრებლის ხელმოწერა დაგროვდა, რაც საკმარისი იყო კრების ჩასატარებლად, მაგრამ ფოტობიდან ჩანს ,რომ კრებაზე 40 კაცზე მეტი არ ყოფილა.

სოფლის საერთო კრებები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით ტარდება.

მთელი მარნეულის მასშტაბით, ფონდიდან მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი, რომელიც შესაბამისად 69 სოფელზე გადანაწილდება. თითოეულ სოფელს, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, 10000, 12000 ,16000 და 20000 ლარი შეიძლება ჰქონდეს. სოფლის კრებების ჩატარება მოსახლეობის გარკვეულ პროცენტულ მაჩვენებელზეა დამოკიდებული








Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები