მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს
მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტი, რაშან ზიადალიევი დააკავეს.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ძმა, როვშანი ავრცელებს.



როგორც ფეისბუკ პოსტიდან ჩანს, რაშანი პოლიციამ გააჩერა და სურათს უღებდა, მას კი პირადობის დამადასტურებელო დოკუმენტი თან ჰქონდა.

როვშანი ადვოკატთან ერთად უკვე იმყოფება მარნეულის პოლიციის სამმართველოში.

რადიო "მარნეული" დეტალებს არკვევს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები