“ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და მე რუსულად არ ვლაპარაკობ“- სავალან მირზოევი ქართულად გამოსვლის მიზეზზე

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი სავალან მირზოევი, აზერბაიჯანში ჩატარებულ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში დამკვირვებელად იყო წასული.

10 თებერვალს აზერბაიჯანის მილი მეჯლისში ჩატარებულ კონფერენციისას სავალან მირზოევი სიტყვით ქართულ ენაზე გამოვიდა. სოციალურ ქსელებში დეპუტატის აზერბაიჯანში ქართულ ენაზე გამოსვლა განხილვის საგანი გახდა.

რადიო მარნეულთან საუბრისას სავალან მირზოევმა თქვა, რომ ეს კონფერენციის ორგანიზატორების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო. კონფერენციაზე საზღვარგარეთიდან ჩამოსულ დამკვირებლებს კი საუბარი ინგლისურ ან რუსულ ენაზე მოეთხოვებოდათ.

„საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ჯგუფიდან ვინც იყო, ინგლისური ან რუსულ ენაზე ჩაატარეს კონფერენცია. მე ვუთხარი, რომ რუსულად ვერ ჩავატარებ. იმიტომ, რომ იციან ჩვენი ქვეყნის 20% რუსების მიერ არის ოკუპირებული და მე ამ ენაზე ვერ ვისაუბრებდი. მითხრეს მაშინ კონფერენცია ქართულ ენაზე ჩაატარეო. მეც ქართულად ჩავატარე. მე რამდენიმე არხზე მქონდა პირდაპირი ჩართვები, სადაც აზერბაინულად ვისაუბრე, მაგრამ 10 თებერვალს ჩატარებულ კონფერენციაზე მოთხოვნა ასეთი იყო“

მიუხედავად იმისა, რომ კონფერენციაზე სასაუბრო ენა ინგლისური ან რუსული იყო, სავალან მირზოევის გამოსვლა მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა აზერბაიჯანულად თარგმნა.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები