რაშან ზიადალიევი სასამართლომ გაამართლა
მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტი,
რაშან ზიადალიევი, სასამართლომ გაამართლა.
დღეს, 11 თებერვალს, ბოლნისის
რაიონულ სასამართლოში რაშან ზიადალიევის საქმე განიხილეს.
მას მარნეულის პოლიცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის
173-ე მუხლის დარღვევას ედავებოდა, რაც პოლიციელისადმი
დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
რაშან ზიადალიევის საქმეს მოსამართლე პაატა ფხალაძე განიხილავდა.
აქტივისტის ინტერესებს "საქართველოს დემოკრატიული
ინიციატივის" ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი იცავდა.
" რაშან ზიადალიევი სრულად გამართლდა წარდგენილ
ბრალდებაში. მას არც შეურაცხჰყოფა მიუყენებია პოლიციელისთვის და არც
კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ჰქონია
ადგილი"-წერს ადვოკატი საკუთარ
ფეისბუკ გვერდზე
გთავაზობთ ფეისბუქ ლაივს ბოლნისის რაიონული სასამართლოდან:
მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტი 8
თებერვალს, საღამოს საათებში, პოლიციის სამმართველოში
დაუმორჩილებლობის გამო გადაიყვანეს.