მოლაოღლის მცხოვრებლებს აფთიაქის არარსებობა აწუხებთ
სოფელ მოლაოღლის მცხოვრებლები აფთიაქის არ არსებობის გამო წუხან. ამბობენ, რომ წამლის შესაძენად კილომეტრების გავლა უწევთ. პრეპარატისთვის სადახლოში ჩადიან. აფთიაქამდე ფეხით მისასვლას ერთი საათი სჭირდება, მოხუცებს კი ამ გზაზე სიარული უჭირთ.

78 წლის მიქაილ ისმაილოვის თქმით, სოფელში ძველად ამბულატორია არსებოდა, მაგრამ გააუქმეს.

„ჩვენ ასაკოვანი ხალხი ვართ, მეუღლესთან ერთად მარტო ვცხოვრობ. ღამით წნევა მიწევს ხოლმე. აფთიაქი არაა და სადახლოში გვიწევს წასვლა“

39 წლის ბაჰარ ისმაილოვა გვეუბნება, რომ მოხუცებთან ერთად მცირეწლოვანი ბავშვბეი რომ ხდებიან ავად, წამლის შვნა ძალიან ურთულდებათ.

„გოგო პატარა რომ მყავდა, არც აფთიაქი იყო და არც სასწრაფო, მაღალი სიცხის გამო კინაღამ მოგვიკვდა. მეზობლებმა გადაგვარჩინეს“

აღმამედლო სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფელია. როგორც მარნეულის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში გვეუბნებიან, ამბულატორია მხოლოდ სადახლოში არსებობს, სადაც 5 ექიმი ჰყავთ.
ისინი კი მიმდებარე სოფლებს ემსახურებიან. მოლაოღლიში მცხოვრებლებს კი დაკავშირება სწორედ ამ ექიმებთან შეუძლიათ.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები