უსინათლო ადამიანების გამცილებელი - ვაკანსია მარნეულში
მარნეულის "ყრუთა კავშირი" დემოკრატ ქალთა საზოგადოებასთან ერთად პროექტის შემუშავებაზე მუშაობს, რომელიც ახლომომავალში მარნეულის მუნიციპალიტეტს უნდა წარუდგინოს. პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს იმ ადამიანის მოძებნა წარმოადგენს, ვინც უსინათლო ადამიანების გამცილებელი იქნება. როგორც მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების წარმომადგენელი ოლგა ენდელაძე ამბობს, შერჩეული კანდიდატი უსინათლოთა კავშირში გაივლის გადამზადებას.

„ეს ვაკანსი არის იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტში ხომ უნდა მოვამზადოთ პროექტი იმისათვის რომ დააფინანსოს (მერიამ). პროექტი მუნიციპალური პროგრამისთვის მზადდება. ამიტომ უნდა მოვძებნოთ კონკრეტული ადამიანი, რომ პროექტი მივაწოდოთ თვითმმართველობას
“ - თქვა ოლგა ენდელაძემ .

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • უსინათლო ადამიანების გაცილება საჯარო დაწესებულებებში
  • მონაცემების ბაზებთან ურთიერთობა და გაწეული მომსახურების საანგარიშო ფორმების შევსება


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • შშმ პირებთან მუშაობის / ურთიერთობის გამოცდილება
  • საოფისე პროგრამების ელემნეტარული ცოდნა (Excel, Word) და ელექტრონული კომუნიკაციის უნარი
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა და მეორე ენის ( სასურველია აზერბაიჯანული) ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე აუცილებელია; რუსული, სომხური ენების ცოდნა სასურველია.

პიროვნული მახასიათებლები:

  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა
  • პრობლემების ანალიზი და სწრაფად გადაწყვეტის უნარი
  • საქმის და დროის სწორად გადანაწილების უნარი
  • კონფიდენციალურობის დაცვის უნარი.
  • სტრესულ პირობებში მუშაობის უნარი.
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • პუნქტუალურობა

დაინტერესებულმა პირებს შეგიძლიათ გააგზავნოთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it .
გასაუბრება ჩატარდება 27 თებერვალს მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების ოფისში, მისამართზე: მარნეული, გიორგაძის ქ. N1


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები