მარნეულის წითელი ჯვრის ფილიალი მერიის მოხალისეებს დაატრენინგებს
მარნეულის წითელი ჯვარი ახალ კორონავირუსის პრევენციის მიზნით საინფორმაციო  კამპანიებს გეგმავს და მერიას მოხალისეების დატრენინგებაში დაეხმარება.

„როგორც სხვა დანარჩენი ფილიალები მარნეულის ფილიალიც უერთდება (covid-19)-ის პრევენციულ ღონისძიებებს და მარნეულში ვატარებთ საინფორმაციო კამპანიებს, რომლის დროსაც მოხალისეები მოსახლეობას და სხვადასხვა დაწესებულებებს სამენოვან საინფორმაციო ფლაერებს ურიგებენ ახალი კორონავირუსის შესახებ“ - თქვა წითელი ჯვრის მარნეულის ფილიალის თავმჯდომარემ ნანა ტალახაძემ და აღნიშნა, რომ  ითანამშრომლებენ მერიასთან და მათი ტრენერები გადაამზადებენ მერიის მოხალისეთა ჯგუფს, რომლებიც ხანდაზმულ მოქალაქეებს სხვადასხვა აქტივობებში დაეხმარებიან.

„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოხალისეების უსაფრთხოებაა და სანამ ისინი მონაწილეობას მიიღებენ ღონისძიებებში, გაივლიან ტრენინგს თუ როგორ ჩაიცვან სწორად აღჭურვილობა, რა უნდა გაითვალისწინონ ადამიანთან კონტაქტისას რომ არ დაიზიანონ საკუთარი თავი.  აღჭურვილობითაც ჩვენ ვუზრუნველყოფთ მათ.
-ამბობს წითელი ჯვრის მარნეულის ფილიალის ტრენერი

აღსანიშნავია რომ საქართველოში ახალი კორონავირუსი აღმოჩენის პირველივე დღიდან საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით აქტიურადაა ჩართული (covid-19-ის) პრევენციულ ღონისძიებებში.

დღევანდელი მდგომარეობით კორონავირუსის 40 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი საქართველოში.

ავტორი:ედგარ მაზმანიანი
Print ელ. ფოსტა
თეგები: covid-19
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები