მარნეულის წითელი ჯვრის ფილიალმა მერიის მოხალისეებს ტრენინგი ჩაუტარა
მარნეულის წითელი ჯვრის ფილიალმა მერიის მოხალისეებს ტრენინგი ჩაუტარა. ტრენინგი ძირითადად მიმართული იყო ახალი კორონავირუსისგან თავდაცვის შესაძლებლობებზე. რა უნდა გაითვალისწინონ მოხალისეებმა ადამიანებთან ურთიერთობისას და როგორ უნდა გამოიყენონ აღჭურვილობა სწორად.

“მნიშვნელოვანია რომ მოხალისეებს ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ, და იცოდნენ თავდაცვის შესაძლებლობები, რადგან მათ უნდა ჰქონდეთ კონტაქტი მოსახლეობასთან და მათი უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული. აქ, დარბაზშიც ისინი დაცულ გარემოში იმყოფებიან“ -ამბობს წითელი ჯვრის მარნეულის ფილიალის მოხალისე ქეთევან აბაშიძე

მოხალისეებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ:

  • ხშირად უნდა დავიბანოთ ხელები სპირტის ბაზაზე დამზადებული ანტიბაქტერიული სითხით (სანიტაიზერით) ან დაიბანეთ საპნით და წყლით, რადგან ხელი ის ნაწილია, რომელიც ყველაზე სწრაფად ჭუჭყიანდება.
  • 1 მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ სამედიცინო პირბადეების უმეტესობა სამშრიანია, გარე – სითხისგან დამცავი ფენა, შუა – მიკრობებისთვის ბარიერის შემქმნელი ფენა და შიდა – ტენიანობის შემწოვი ფენა.
  • ერთჯერადი სამედიცინო პირბადე უნდა გვეკეთოს არ უმეტეს 1-2 საათისა
  • აღჭურვილობის ჩაცმისას ხელთათმანებს ვიცმევთ ბოლოს, ხოლო ვიხდით პირველი .
  • ადამიანთან კონტაქტისას ვიცავთ 1.5-2 მეტრამდე დისტანციას
  • ხელთათმანები და პირბადეები არის ერთჯერადი გამოყენების და არ შეიძლება მათი ხელახლა გამოყენება.
  • მისალმებისას არ უნდა ჩამოვართვათ ხელი და არ ვაკოცოთ ერთმანეთს
  • არ უნდა შევეხოთ ხელებით T-ზონას(თვალები, პირი და ცხვირი).
  • არ გამოვიყენოთ „ჩინური ვირუსი“, „შემოტანილი ვირუსი“ „ვუჰანის ვირუსი“ და „აზიური ვირუსი“ გამოიყენეთ ახალი კორონავირუსი ან (covid-19)
  • ამჟამად მარნეულის მუნიციპალიტეტში ოცდაჩვიდმეტი მოხალისეა დარეგისტრირებული და მათი რიცხვი დღითიდღე იზრდება. მოხალისეების მობილიზება ადგილობრივ თვითმმართველობას ხანდაზმულების დასახმარებლად დასჭირდა, რომლებიც მათ მედიკამენტებითა და პირველადი მოხმარების პროდუქტების მომარაგებასა და სხვა აქტივობებებში დაეხმარენიან.
„მოხალისეობა ზოგადად საპასუხისმგებლო და გულისხმიერი საქმეა. რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას, დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ჩემი აზრით, თითოეული ჩვენთაგანის ვალია ერთად შევებრძოლოთ პანდემიას, ყოველგვარი ანაზღაურების და ანგარიშის გარეშე #დარჩისახლში“, -  გვითხრა ერთ-ერთმა მოხალისემ, ბაჩი საგინაძემ.

მერიის მოხალისეთა რეგისტრაციის ფორმა:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfE0G5RgaeAVi80C8QQi5SwPvUrE5SRdN_EAa8zIsMA74TGHg/viewform?fbclid=IwAR0gX6wLxVp0nV7iUzZBzzEDo1DMchIGg8WlDQJOigPxPHoDDqJC4Up1sCg

ფოტო: მარნეულის მერია
მასალის ავტორი : ედგარ მაზმანიანი
Print