სოფლად მცხოვრები მოსახლეობის პრობლემები მარნეულში ტრანსპორტის შეზღუდვის შემდეგ
მარნეულსა და მის სოფლებს შორის ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდა.
ტრანსპორტის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა წუხს. ქვემო სარალის მცხოვრებლები ამბობენ, რომ სოფელში ყველას ავტომობილი არ ჰყავს. ერთ-ერთი ადგილობრივი სეიფადინ ალიევი ამბობს, რომ წამლის საყიდლად მარნეულში წასვლა უწევს. ტრანსპორტის გარეშე დარჩენა კი პრობლემას უქმნის.

"ჩვენ ასაკოვანი ადამიანები ვართ. მე და ჩემი მეუღლე ორნი ვართ სახლში. მას ხშირად წნევა უწევს და სოფელში აფთიაქიც არაა ამიტომ მარნეულში მიწევს წასვლა"- ამბონს 65 წლის სეიფადინ ალიევი

"მარტო მცხოვრები ადამიანები პროდუქტის საყიდლად მარნეულში ჩადიან. ტრანსპორტის შეზღუდვა კი ყველაზე მეტად სოფლად მცხოვრებ ხალხს აყენებს ზიანს"- ამირხან გარაჯაევი ამბობს.

არსებული ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ორი კვირით შეჩერდა.

ავტორი: ქიუბრა ქარაჯაევა
Print
თეგები: covid-19