მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი საგანგებო მდგომარეობისას ეკლესიების ფუნქციონირებაზე საეპარქიო კრებას მოიწვევს
„მარნეულის ეკლესიებში საკვირეაო წირვა-ლოცვა ჩვეულებრისამებრ აღესრულება“ - აღნიშნული განცხადება მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგი (ჯამდელიანი) რადიო „მარნეულთან“ საუბრისას გააკეთა.

მეუფე გიორგის განცხადებით, ის სრულიად ეთანხმება სინოდის სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

„მე ერთ-ერთი თანამონაწილე ვიყავი ამ გადაწყვეტილების და, რა თქმა უნდა, ვეთანხმები და ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილებაა. ზიარება იმხელა საიდუმლოებაა, ეკლესიაში ყოველივე სულიწმინდის მიერ მოქმედებს და აღესრულება და ამაში დაეჭვება, რომ ზიარებით ვინმეს რაიმე გადაედება, ეს რბილად რომ ვთქვათ მკრეხელობაა“ - გვითხრა მეუფე გიორგიმ

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა რადიო „მარნეულთან“ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციები ეკლესიამ უნდა გაითვალისწინოს.

რაც შეეხება ტაძარში მრევლის დასწრებას, ჩვენ ვეუბნებით მრევლს, რომ ვინმეს რაიმე სიმპტომები თუ აღენიშნება, ან რაიმე უძლირება, დარჩეს სახლში. ამ შემთხვევაში, როდესაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ჩვენ სინოდის წევრებმა, სიმართლე გითხრათ, გუშინ ამის შესახებ არაფერი არ ვიცოდით. აქედან გამომდინარე, კონკრეტულად ამ შემთხვევაზე არც გვიმსჯელია“ - განაცხადა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა

მეუფე გიორგიმ ასევე აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, ეპარქიების მღვდელთმთავრებს თავად მოუწევთ ეპარქიებში საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება. მეუფე უახლოეს მომავალში ადგილობრივი საეპარქიო კრების მოწვევას აპირებს, სადაც განიხილავენ თუ როგორ იმოქმედებ ეკლესია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პირობებში.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები