მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალში“ კორონავირუსზე გაკეთებული ტესტის პასუხები ცნობილია
მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალის“ შესასვლელში დღეს გამოვიდნენ ექიმები და ექთნები, რომლებსაც ხელში ეჭირათ ფურცლები შეტყობინებით, რომ მათ არ აქვთ კორონავირუსი.
კორონავირუსზე შემოწმება „ჯეო-ჰოსპიტალის“ 20-მა ექიმმა და პაციენტმა გაიარა. როგორც რადიო „მარნეულს“ ამავე სამედიცინო დაწესებულების დირექტორმა ტატა შენგელაიამ უთხრა, ოცივე ადამიანის ტესტზე პასუხი უარყოფითია.

მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკაში დაუდასტურდა ერთ პაციენტს 22 მარტს კორონავირუსი. ის თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი. ტატა შენგელაიას თქმით, მათთან რეანიმაციაში სულ 9 პაციენტი იმყოფება, რომელთა გაწერაც ამ ეტაპზე არ იგეგმება.

საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა. მიმდებარე ტერიტორიაზე კი საველე ჰოსპიტალია მოწყობილი 

საავადმყოფოს ტერიტორიაზე რჩებიან პაციენტის ახლობლები, რომლებიც კორონავირუსის შესამოწმებელი ტესტის პასუხებს ელოდნენ.








Print ელ. ფოსტა
თეგები: covid-19
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები