მარნეულელი ახალგაზრდების ჯგუფი კორონავირუსთან დაკავშირებით სოფლებში ინფორმაციას გაავრცელებენ
მარნეულელი ახალგაზრდების ჯგუფი გამოდის ინიციატივით, რომ მუნიციპალიტეტის სოფლებში კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდოს. საინიციატივო ჯგუფის დამფუძვნებელმა რაშან ზიადალიევმა „გუნდელიკ-გურჯუსტანის“ გვერდზე პირდაპირ ჩართვაში გამოაცხადა, რომ მოხალისეობრივი ჯგუფის წევრები სპეციალური სამოსით იქნებიან აღჭურვილნი და შეეცდებიან, რომ მოსახლეობამდე ქვეყანაში არსებული მდგომარეობის სერიოზულობა მიიტანონ.

ზიადალიევმა აღნიშნა, რომ ინიციატივას გაერო უჭერს მხარს და ახალგაზრდებს სპეციალური სამოსითა და ტრანსპორტით უზრუნველყოფს.

ზიადალიევის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო სტრუქტურების ცხელ ხაზებზე აზერბაიჯანულენოვანი ოპერატორები არ არიან, მათ ახალგაზრდების ჯგუფი შექმნეს, სახელწოდებით “Call Center”.ამჟამად ორი მოხალისე ახალგაზრდა 112-ზე არის მიმაგრებული და ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობას ინფორმაციას მათთვის გასაგებ ენაზე აწვდის.

23 მარტს, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მარნეული და ბოლნისი მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდეს. მუნიციპალიტეტების საზღვრები ჩაკეტილია და შეზღუდულია მოქალაქეთა გადაადგილება.

რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
თეგები: covid-19
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია