ქუთლიარის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას კორონავირუსის სიმპტომებზე ამოწმებენ


მარნეულის მასშტაბით მოსახლეობის შემოწმება მიმდინარეობს. 12 ბრიგადა, რომელიც ორი ან სამი ექიმისგან შედგება სოფლებში დადიან, მოსახლეობსა ტემპერატურას უზომავენ და რეკომენდაციის გათვალისწინებისაკენ მოუწოდებენ.

კორონავირუსის სიმპტომებზე შეამოწმეს დღეს ქუთლიარის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლები. როგორც რადიო მარნეულთან საუბრისას საკრებულოს დეპუტატმა ომარ ოროშოვმა თქვა, აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულში ექიმების ორი ბრიგადა მუშაობდა, ხვალ კი კიდევ ერთი ბრიგადა შეუერთდება. მისივე თქმით, კორონავირუსზე შემოწმება ხვალიდან სოფელ ქუთლიარში, ლეჟბადინსა და ხუტორ ლეჟბადინში გაგრძელდება.

მარნეულში შუახნის ქალს კორონავირუსი, 22 მარტს, დაუდგინა. ის თბილისის საუნიერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდნენ. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ 23 მარტს, 00:30 საათზე გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა. ამ ეტაპზე მარნეულში კორონავირუსით დაინფიცირებულის 1700-მდე კონტაქტი იკვეთება.

 

Print ელ. ფოსტა
თეგები: covid-19
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია