„სოფლის მეურნეობის კუთხით არანაირი პრობლემა არ შეიქმნება" - ზაურ დარგალი
სოფლის მეურნეობის კუთხით არანაირი პრობლემა არ შეიქმნება. მოქალაქეებს აქვთ საშუალება თავიანთი მიწები დაამუშაონ და სხვადასხვა სახის წამლები შემოიტანონ ამაზე არანაირი შეზღუდვა არ არის. რაც შეეხება პროდუქციის გატანას. თუ მოქალაქეს  უნდა რომ გაიტანოს პროდუქცია, აუცილებელია მანქანა უნდა  ჩამოვიდეს თბილისიდან“- ეს განცხადება მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა, დღეს, 28 მარტს მერიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და თქვა რომ, იმ შემთხვევაში თუ მოსახლეობა მცირე საოჯახო ბიზნესითაა დაკავებული და აქამდე თვითონ მიჰქონდა პროდუქტი ქალაქში გასაყიდად, ასეთ მოქალაქეების აღრიცხვას მუნიციპალიტეტი გააკეთებს და სავარაუდოდ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროც ჩაერთვება პროცესში.

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ კარანტინზე 23 მარტს გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა. მარნეულსა და ბოლნისში გარკვეული შეზღუდვები დაწესდა. მათ შორისაა  სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარება.

მედიკოსების მიერ მკაფიოდ გაწერილი პროტოკოლის შესაბამისად მარნეულის და ბოლნისის მოქალაქეები შეძლებენ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებას.

ქალაქში შემსვლელ და გამსვლელ საგანგებოდ მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე კონტროლს შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს.


Print
თეგები: covid-19