მარნეულის ბლოკ-საგუშაგოსთან მანქანების ნაკადი შემცირებულია
მარნეულის ბლოკ-საგუშაგოსთან დღეს, 1 აპრილს, სიმშვიდეა. გასულ დღეებთან შედარებით მანქანების ნაკადი შემცირებულია. იმ პაციენტთა რაოდენობაც ნაკლებია, ვინც თბილიში გამგზავრების ნებართვას ელის.



ერთ შუახნის ქალს ბლოკ-საგუშაგოსთან მისვლა ფაქტობრივად ყოველდღე უწევს, რათა თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში შვილს საკვები მიაწოდოს.



სამართალდამცველები მოქალაქეებს ინფორმაციის მიღებაში ეხმარებიან, რეკავენ სამედიცინო დაწესებულებებში და არკვევენ, მიიღებს თუ არა ესა თუ ის კლინიკა მომლოდინე პაციენტებს. კლინიკიდან თანხმობის შემთხვევაში გაიცემა მუნიციპალიტეტის დატოვების ნებართვა.


მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ კარანტინზე 23 მარტს გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა. ქალაქში შემსვლელ და გამსვლელ საგანგებოდ მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე კონტროლს შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს.
Print ელ. ფოსტა
თეგები: covid-19
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია