მარნეულში კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი ქალი მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს

62 წლის მარნეულელი ქალი, რომელსაც კორონავირუსი 22 მარტს დაუდასტურდა, მისი ჯანმთელობის მდგმარეობა გაუმჯობესდა.
პირველი საუნივერისტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „ტვ პირველთან“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ პაციენტი მოხსნილია მართვითი სუნთქვის აპარატიდან.

„62 წლის ქალი მარნეულიდან კრიტიკული მდგომარეობით შემოიყვანეს ჩვენს კლინიკაში( პირველი საუნვერსიტეტო კლინიკა) აქ იყო მწვავე რესპირატორული დისტრეზი, ოღონდ მძიმე მიმდინარეობით, ასევე გულის უკმარისობა გემოდინამიკის რღვევით. ამ ეტაპზე ვირუსის სტრატეგია არცერთმა მენიერმა არ იცის. სამი თვის მანძილზე ყოველდღიურმა კითხვამ ინფორმაციის მოკითხვამ დაგვანახა რა ეტაპზე რა მკურნალობა უნდა ჩატარდეს. ვამაყობ, რომ გუნდთან ერთად შევძელით ის, რაც შეუძლებელი მიგვაჩნდა იმ წუთიდან, როცა პაციენტი შემოვიდა ჩვენს კლინიკაში. პაციენტი კონტაქტურია, იმედია, რამდენიმე დღეში გამოჯანმრთელებული გაეწერება ჩვენი კლინკიდან“

31 მარტს მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკაში კორონავირუსი კიდევ ორ პაციენტს დაუდგინდა. 

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ კარანტინზე 23 მარტს გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა. ქალაქში შემსვლელ და გამსვლელ საგანგებოდ მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე კონტროლს შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს.

Print
თეგები: covid-19