საქართველოში კორონავირუსით პირველი გარდაცვლილი მარნეული-ბოლნისის კლასტერს ეკუთვნოდა
საქართველოში კორონავირუსით
გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამის შესახებ თსსუ-სპირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა,
ლევან რატიანმა განაცხადა.
გარდაცვლილი 79 წლის ქალია, რომელიც მარნეულის ბოლნისის
კლასტერიდან იყო.
ლევან რატიანის თქმით, აპაციენტი კლინიკაში დღეს, 9 საათზე
გარდაიცვალა.
"ქალბატონი იყო მძიმე თანმხლები დაავადებებით. თანმხლებ
დაავადებებს წარმოადგენს გულის უკმარისობა, მეოთხე კლინიკური ჯგუფი.
იყო თანნდართული კახექსია, არტერიული ჰიპერტენზია, თანდართული მკვეთრი
წონის დეფიციტი" - თქვა ლევან რატიანმა
79 წლის ქალი საუნივერსიტეტ კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს.
საქართველოში კორონავირუსი 156 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 28 უკვე
გამოჯანმრთელდა.