მარნეულში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო დღემდე 135 მოქალაქე დაჯარიმდა
„მარნეულში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო დღემდე დაჯარიმდა 135 მოქალაქე“ - ეს განცხადება დღეს, 6 აპრილს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა ნავერიანმა გააკეთა. ნავერიანს არ დაუკონკრეტებია თუ რა სახის ჯარიმებზეა საუბარი და მათ შორის რამდენია ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე დაწერლი ჯარიმები. საკრებუულოს თავმჯდომარის მოადგილე დაგვპირდა, რომ მონაცემებს მოგვიანებით მოგვაწვდიდა.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.
ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა.

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კი მკაცრ კარანტინზე 23 მარტს გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო მაშინ ვერ დადგინდა.

Print
თეგები: covid-19