რამდენი შეუვსებელი ადგილი დარჩა მარნეულის სკოლებში - პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი დასრულდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში პირველკლასელებისთვის 1587 შეუვსებელი ადგილი დარჩა. მუნიციაპალიტეტის მასშტაბით საჯარო სკოლებში სულ 3 217 ადგილია. მონაცემები განათლების სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. ამ ეტაპზე, შევსებულია 1630 ადგილი.

შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ ბევრი ადგილია თავისუფალი იმ ფონზე, როდესაც რეგისტრაციის ძირითადი ეტაპიც (III საყოველთაო რეისტრაცია) დასრულდა. დარჩენილია პირველკლასელთა რეგისტრაციის ბოლო ეტაპი . ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ/ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე მოხდება იმ მოსწავლეთა რეგისტრაცია, რომლებიც I, II და III ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

განათლების სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული მონაცემების თანახმად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სარალში ამ ეტაპზე, არცერთი პირველკლასელი არ არის დარეგისტრირებულა. სკოლას კი 25 თავისუფალი ადგილი აქვს.

არის ისეთი სკოლები, სადაც მოსწალეთა მიღების ლიმიტი უკვე შევსებულია: სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლა (25 მოსწავლე - ქართული სექტორი), მარნეულის მუნიციპალიტეტის N2 საჯარო სკოლა (100 მოსწავლე - ქართული და რუსული სექტორი), მარნეულის N5 საჯარო სკოლა (75 მოსწავლე - ქართული სექტორი), მარნეულის N6 საჯარო სკოლა (150 მოსწავლე - ქართული და რუსული სექტორი), თაქალოს საჯარო სკოლა (30 მოსწავლე - აზერბაიჯანული სექტორი).

პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი(საყოველთაო), 2 ივნისს დაიწყო და , 25 ივნისის ჩათვლით გაგრძელდა. დოკუმენტაციის წარდგენა 5 ივლისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

მარნეულის მასშტაბით სულ 74 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს. გასულ წელს მუნიციპალიტეტმა 1800-მდე პირველკლასელი მიიღო. 

რეგისტრაცია ხორციელდება სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. ელექტრონულ რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. დადგენილ ვადებში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

IV ეტაპზე პირველკლასელთა რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა 20 აგვისტოს დაიწყება და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

გარეკანის ფოტო:ზვიად ფიფია

თეა დავაძე
რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები