N65-ე უბანზე ერთი პირის მიერ რამდენჯერმე ხმის მიცემის ფაქტზე მარნეულის საოლქომ TI-ს საჩივარი არ დააკმაყოფილა
"საოლქო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა ჩვენი საჩივარი მარნეულის #13.22.65 უბნის ბათილობის შესახებ. ამ უბნის შედეგების გაბათილებას ჩვენი დამკვირვებლის მიერ გადაღებული ვიდეომტკიცებულების საფუძველზე ვითხოვდით, სადაც ფიქსირდება ერთი და იგივე პირის მიერ ხმის არაერთგზის მიცემის ფაქტი. საოლქო კომისიამ დარღვევა დაადასტურა, თუმცა შედეგების გაბათილებაზე უარი გვითხრა და იმით შემოიფარგლა, რომ საარჩევნო ყუთის ზედამხედველ კომისიის წევრს დისციპლინური პასუხისმგებლობა დააკისრა. გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით და სასამართლოში ვასაჩივრებთ" - წერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო"

სამქმე ეხება, 31 ოქტომბერს ჩატარებულს საპარლამენო არჩევნებს, სადაც მარნეულის N65-ე აღნიშნული ორგანიზაციის დამკვირვებელმა დააფიქსირა შემთხვევა, როდესაც ერთმა პირმა, სულ მცირე ათჯერ მისცა ხმა.



„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებს 600-მდე ადგილობრივი დამკვირვებლით გაუწია მონიტორინგი. ჩვენ მიერ დაფიქსირებული 170 დარღვევისა და 46 საჩივრის ანალიზის საფუძველზე ცალსახაა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები, წინა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, უკან გადადგმული ნაბიჯი იყო.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები