სიახლე
მარნეულის მერიის "ახალგაზრდული იდეების კონკურსში" გამარჯვებული პროექტები ცნობილია
მარნეულის მერიის "ახალგაზრდული იდეების კონკურსში" გამარჯვებული პროექტების სია ცნობილია. პროგრამის მიზანი მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და ინტეგრაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, გარემოს დაცვა და თანასწორი შესაძლებლობებია. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მერიის ახალგაზრდულ საქმეთა სპეციალისტმა მარიამ ტყეშელაშვილმა თქვა, თითოეული პროექტის მაქსიმალური თანხა 3 000 ლარია.

„ საერთო ჯამში მივიღეთ 23 პროექტი. სამუშაო ჯგუფმა, რომელიც შედგებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებისგან, თვთმმართველობის წარმომადგენლებისა და აქტიური ახალგაზრდებისგან, იმსჯელეს პროექტების მიზნების შესაბაისობაზე და გადაწყდა, რომ საბოლოო ჯამში დადებითად შეფასდა 11 პროექტი. შესაბამისად, დაფინანსდა ყველა. ახალგაზრდებმა ეს პროექტები უნდა განახორციელონ 25 დეკემბრამდე. ჩვენი მხრიდან, ვუწევთ დახმარებას, რაც ამ პროექტების განხორციელებისთვის სჭირდებათ“ - თქვა მარიამ ტყეშელაშვილმა.

გამარჯვებული პროექტებია:

1. „ქალების განვითარება და სპორტი“ - წითელისოფლის ახალგაზრდული ორგანიზაცია (საინიციატივო ჯგუფი) არამ აკოპიანი;
2. „ახალგაზრდების განვითარება და ქართული ენის პოპულარიზაცია“ - პროექტის მენეჯერი სარხან რზაევი;
3. „ახალგაზრდების არაფორმალური განვითარება პოზიტიური ცვლილებებისთვის“ - რავილ მამედოვი;
4. „არაფორმალური განათლების კვირეული“ - საინიციატივო ჯგუფი „მომავლის კლუბი“ მაკა მენთეშაშვილი;
5. „კლასგარეშე აქტივობები: სპორტული და ინტელექტუალური შეჯიბრებები“ - ზაქირ აივაზოვი;
6. „მართე საკუთარი ცხოვრება“ - ფარიზ რზაევი;
7. „მოდით გავიცნოთ ერთმანეთი“ - ვალი დამირჩალოვი;
8. „სამოქალაქო პასუხისმგებლობის კლუბი“ - ეკოკლუბი „მაი“;
9. „სუფთა გარემო, სუფთა აზრებია“ - ორხან მამედოვი;
10. „მართე ნარჩენები, დაიცავი გარემო“ - გიულგიუნ მამედხანოვა;
11. ფილმი - „ნაადრევი ქორწინების შესახებ“ - ზაურ ხალილოვი;

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ „ახალგაზრდული იდეების კონკურსი“ 2020 წლის 21 ივნისს გამოაცხადა, სადაც მონაწილეობა მიიღეს მარნეულში რეგისტრირებულმა ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა, საინიციატივო ჯგუფებმა და დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია