„ენმ“-ს წევრის თქმით, მის ოჯახს „ქართული ოცნების“ წევრებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს
მარნეულში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი“ ლაშა ქველაძე აცხადებს, რომ მის ოჯახს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა გუშინ, 10 ნოემბრს, ღამის საათებში, სოფელ საიმერლოში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ქველაძის თქმით, მათი მისამართით იგინებოდა მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და საკრებულოს აპარატის იურისტი შერმადინ ბოჭოიძე. მისივე ინფორმაციით, ამ დრომდე გამოკითხული არ ჰყავს პოლიციას აღნიშნული წევრები.

„გუშინ ოფისში ვიყავით მე, მამაჩემი, ბიძაჩემი და ბიძაშვილები. დაგვირეკეს, სახლიდან მოდით, მოვარდნენ ესენი გვაგინებენ სახლში არ შემოვარდნენო. კერებთან იდგნენ და დედას აგინებდნენ. რომ წამოვედით სოფელში, გზაში პოლიციასაც დავურეკეთ. რომ მივედით ისინი უკვე გვერძე იყვნენ გაწეულები, ჩვენი მეზობლები არიან და თავის სახლის კართან იდგნენ. იქიდან გვაყენებდნენ შეურაცხყოფას. ცდილობდნენ ჩვენ გამოვეწვიეთ, მაგრამ არ ჩავერიეთ. პოლიციის თანდასწრებითაც იგინებოდნენ, მაგრამ სამართალდამცავები არ რეაგირებდნენ. ეჭვი მაქვს, რომ საქმე არც არის აღძრული. ამას პოლიციის უმოქმედობაც აღარ ჰქვია, მფარველია კრიმინალების“ - აცხადებს ლაშა ქველაძე.

რადიო „მარნეულმა“ ინტერვიუ ჩაწერა საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძესთან, რომელიც მომხდარ ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ ქველაძეების ოჯახი ცრუობს.

„რამდენჯერ შეიძლება ადამიანს დააბრალონ ერთი და იგივე. მსგავსი არაფერი მომხდარა. ადამიანმა ასე როგორ უნდა დაკარგოს ნამუსი, რომ ასეთი რამე დააბრალო, როდესაც საერთოდ არ მინახიან გუშინ მე ეგენი. საიდან მოიგონეს? შემადინ ბოჭოიძის სახლში საერთოდ არ ვყოფილვარ. როგორც მითხრეს, ლაშა ქველაძეს გაუკეთებია განცხადება სახლში მომეჭრენო და ლაშა ქველაძე ცხოვრობს მარნეულში იმას მაინც ვერ იაზრებენ რომ მე თუ სოფელში ვიყავი მისული მას იქ რა უნდოდა და სახლში როგორ მივეჭერი. თუ სახლში მივეჭრი იმდენი ვერ მოიფიქრეს, რომ ტელეფონით დაეფიქსირებინათ? ყველაფერს აქვს თავის საზღვარი“ - ამბობს ამირან გიორგაძე

რადიო „მარნეული“ ამ დრომდე ელოდება პასუხს, თუ რა მუხლით დაიწყო გამოძიება შინაგან სამქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები