სიახლე
მარნეულის იუსტიციის სახლი მხოლოდ ორშაბათიდან პარასკევამდე იმუშავებს
მარნეულის იუსტიციის სახლი დღეიდან კვირაში მხოლოდ ხუთი დღის განმავლობაში იმუშავებს. რადიო „მარნეულს“ იუსტიციის სახლის ცხელ ხაზზე განუცხადეს, რომ იუსტიციის სახლების ყველა ფილიალები და სერვისცენტრები მხოლოდ ორშაბათიდან-პარასკევამდე იმუშავებენ.

იუსტიციის სახლის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით მუშაობის გრაფიკის ცვლილების მიზეზი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა.

იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში სერვისის მიღება მხოლოდ წინასწარი დაჯავშნის პრინციპითაა შესაძლებელი პორტალიდან – my.gov.ge. ელექტრონული სისტემა მომხმარებელს ხუთენოვან სერვისს სთავაზობს – დაინტერესებული პირი ვიზიტის დაჯავშნას ქართულ, აფხაზურ, ინგლისურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე შეძლებს.

იუსტიციის სახლსა და საზოგადოებრივ ცენტრში სერვისის მისაღებად მოქალაქე:

ვიზიტის დასაჯავშნად უნდა ეწვიოს ვებგვერდს – my.gov.ge;
პორტალზე განთავსებულ კალენდარში უნდა ჩანიშნოს თარიღი და დრო იუსტიციის სახლის ფილიალში ვიზიტისათვის, რის შემდეგაც მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, სადაც აღნიშნული იქნება ვიზიტის თარიღი, ადგილი და დრო, ასევე, მომსახურების ერთჯერადი კოდი, რომელსაც ის წარადგენს იუსტიციის სახლში ვიზიტისას.


| Print |