მერიამ ავტომანქანების შეკეთების და ტექნიკური მომსახურების შესყიდვისთვის 64 795 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ მათ ბალანსზე რიცხული ავტომანქანების შეკეთების და ტექნიკური მომსახურების შესყიდვისათვის 64 795 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ამ თანხაში უნდა უზრუნველყოს გამარჯვენბულმა კომპანიამ ერთი წლის განმავლობაში მანქანების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება.

პრეტენდენტი ვალდებული იქნება ავტომობილებს გაუწიოს შემდეგი სახის ტექნიკური მომსახურება:

• სათადარიგო ნაწილების შეკეთება ან/და შეცვლა;
• საცხებ-საპოხი მასალების შეცვლა;
• კომპიუტერული დიაგნოსტიკა;
• დიაგნოსტიკა (სავალი ნაწილი, ძრავი, ძალოვანი აგრეგატები, ძარა);
• საბურავების დაშლა-აწყობა, შეკეთება-ბალანსირება;
• განშლა, ნახარის გასწორება;
• ალუმინისა და რკინის მასალის დისკების შეკეთება;
• სალონის შეკეთება (ტორპედო, კარებები, საბარგული, ჭერი და სხვა);
• ელ. სამუშაოები და სხვა.

აღნიშნული ტენდერი მერიამ 20 ნოემბერს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მიღება მსურველ კომპანიებს 28-დან 30 ნოემბრამდე პერიოდში შეეძლებათ.
მოწოდების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან მომსახურების ამოწურვამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები