2020 წელს მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარეს ბინა აჩუქეს, მისმა ცოლმა კი ორი მიწის ნაკვეთი შეიძინა
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ამირან გიორგაძეს 2020 წლის ქონებრივ დეკლარაციაში 2019 წლის ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნული მიწის ნაკვეთი შეყვანილი არ აქვს.

გიორგაძის 2019 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მის საკუთრებაში იყო ქალაქ მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე, ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, არსებული 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი. 2020 წლის დეკლარაციაში გიორგაძეს აღნიშნული მიწის ნაკვეთი შეყვანილი არ აქვს. დეკლარაციაში არაა აღნიშნული გაყიდა თუ არა გიორგაძემ აღნიშნული მიწის ნაკვეთი.

ამირან გიორგაძეს გასული წლების ქონებრივ დეკალარაციებში არ ჰქონდა აღნიშნული მისი მეუღლის თანასაკუთრებაში არსებული 3 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტში აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. 2020 წლის დეკლარაციის მიხედვით, გიორგაძის ცოლმა იამზე გელაშვილმა და კიდევ ორმა პირმა აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2017 წელს 15 000 ლარად შეიძინეს.

2020 წელს მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის ცოლმა ორი მიწის ნაკვეთი, თანასაკუთრებით, შეიძინა. იამზე გელაშვილი და ლია ხახულაშვილი კოსტავას ქუჩაზე მდებარე 1 132 კვ.მ და 386 კვ.მ მიწის ნაკვეთების თანამესაკუთრეები არიან. 1 132 კვ.მ მიწის ნაკვეთი მათ 56 600, ხოლო 386 კვ.მ მიწის ნაკვეთი 19 300 ლარად შეიძინეს.

ამირან გიორგაძეს 2020 წელს აჩუქეს თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე მდებარე, 102,2 კვ.მ ფართის ბინა. დეკლარაციაში მჩუქებლის ვინაობა მითითებული არაა.

ამირან გიორგაძის საკუთრებაშია 2011 წელს მემკვიდრეობით მიღებული 1 343 კვ.მ მიწის ნაკვეთი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოში.

მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე მოძრავი ქონება არ ირიცხება. რაც შეეხება მის მეუღლეს, იამზე გელაშვილის საკუთრებაშია 2018 წელს 8 000 აშშ დოლარად შეძენილი TOYOTA Camry-ს მარკის ავტომობილი.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ 2020 წლის ქონებრივი დეკლარაცია 24 სექტემბერს გამოაქვეყნა.

რადიო „მარნეული“

Print