გარდაბანში ფილმ "მერი 2"-ის პრეზენტაცია გაიმართა (ვიდეო)
24 ნოემბერს ფილმი “მერი 2”-ის პრეზენტაცია გაიმართა.
ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორი, თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის ყოფილი მსახიობი, ბინალი ისლამოღლუა. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ისლამოღლუმ განაცხადა, რომ ფილმი გარდაბანში არსებული პრობლემების გასაშუქებლად გადაიღო.

ფილმში მერის როლს ბინალი ისლამოღლუს შვილი ილამ აკიფი ასრულებს. „პატარა მერი“ მოსახლეობის პრობლემებს ეცნობა და მათი მოგვარების მიზნით მერიის თანამშრომლებს დავალებებს აძლევს.

“ძალიან გვინდოდა რომ ფილმის პრეზენტაციაზე ბევრი სტუმარი დაგვეპატიჟა, მაგრამ პანდემიის გამო შეზღუდული რაოდენობის მონაწილეები დავპატიჟეთ. ღონისძიებაში მონაწილეობას ძირითადად ფილმის გადაღებებში მონაწილეები და მათი ოჯახის წევრები იღებდნენ მონაწილეობას. ბავშვებში ხელოვნებისადმი ინტერესის გასაზრდელად შევეცადეთ, რომ პრეზენტაციას ბევრი ბავშვი დასწრებოდა“ -
ამბობს ბინალი ისლამოღლუ

ფილმის რეჟისორმა განაცხადა, რომ “BEEZ FİLM”-თან ერთად მცირეწლოვან ბავშვებთან მუშაობის სამომავლო გეგმებიც აქვს და ცდილობს, რომ ახალგაზრდებში თეატრის მიმართ ინტერესი გამოიწვიოს.

ფილმში თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის ყოფილი მსახიობი აზერ მუსაოღლუ, ზეჰრა აკიფი, ფლორა ალიევა, რაუფ მამედოვი, ელდარ ალიევი, ნეჯათი ალიევი, რასიმ გასანოვი, იავერ ნაიბოვი, რამილ ახმედოვი, რაფაილ ახმედოვი და არაზ ალიევი თამაშობენ.


რადიო „მარნეული“





Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები