ვიკიმედიაში საქართვლოს სპორტსმენების შესახებ ინფორმაცია განთავსდება - მეჰმან იბრაგიმოვი
“Wikimediya საქართველოს” თავმჯდომარემ მეჰმან იბრაგიმოვმა ახალგაზრდა სპორტსმენების პოპულარიზაციისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროსთან ერთად მემორანდუმს მოაწერა ხელი.

მემორანდუმის მიხედვით ვიკიპედიაში საქართველოს სპორტსმენების შესახებ ქართულ და ინგლისურ ენებზე ინფორმაცია განთავსდება. იბრაგიმოვი ფიქრობს, რომ სამინისტროს მიმართვით გადადგმული ნაბიჯი წარმატებული იქნება.

მან რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ “Wikimedia” არასამთავრობო ორგანიზაციაა რომელიც კალიფორნიაში მოქმედებს. ორგანიზაციას ბევრ ქვეყანაში, ასევე საქართველოში, ფილიალები აქვს. მისი თქმით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მიმართვით ახალგაზრდა სპორტსმენების შესახებ ინფორმაცია “Wikimedia”-ს პროექტ Wikipedia-ში განთავსდება.

“Wikimedia-ს ერთ-ერთი პროექტი არის Wikipedia, ეს ყველაზე ცნობილია. საქართველოს ფილიალში ჩვენ ვმუშაობთ. ჩვენ უფრო მეტს ვმუშაობთ რომ ენციკლოპედიური ინფორმაციები ვწეროთ და გავავრცელოთ. სამინისტროც ცდილობს, რომ საქართველოს სპორტსმენების შესახებ ბევრი ინფორმაცია არსებობდეს. არ აქვს მნიშვნელობა ქართულ თუ ინგლისურ ვიკიპედიაში განთავსდება. ამჟამად ჩვენ ერთობლივი მემორანდუმი გავაფორმეთ. ასევე ტრენინგებიც ჩატარდება თუ როგორ უნდა ვწეროთ. მერე ფოტოებს და ვიდეოებს გამოგვიგზავნიან“.

იბრაგიმოვმა აღნიშნა, რომ ვიკიმედიასთვის მარნეულელი ახალგაზრდა სპორტსმენებისა და სხვა თემებთან დაკავშირებით მასალებს ამზადებს და მათთან ერთად მუშაობს.

რადიო „მარნეული“






Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები