მარნეულის მერია 28 ნოემბრიდან ასამოქმედებელ შეზღუდვებზე ინფორმაციის გავრცელებას რწმუნებულების მეშვეობითაც აპირებს
28 ნოემბრიდან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით გარკვეული შეზღუდვები წესდება. მთავარი შეზღუდვა, რომელიც მარნეულსაც ეხება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების აკრძალვაა. გადაადგილება შეზღუდული იქნება როგორც ქვეითად, ისე ავტოსატრანსპორტო საშუალებით.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა მარიამ ხაჩიძემ განაცხადა, რომ მარნეულის მერია საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით მოსახლეობაში ინფორმაციას გაავრცელებს.

„მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში ვაწვდით საინფორმაციო ფლაერებს რომლებსაც ჩვენ თავად ვამზადებთ. ამ საინფორმაციო ფლაერებს მერის წარმომადგენლები სოფლის ცენტრებსა და თავშეყრის ადგილებში განათავსებენ, ასევე გამოვიყენებთ ტელევიზიასთან სახელშეკრულებო პირობებს, გავაგზავნით განცხადებას და ეს განცხადება დატრიალდება მედიასაშუალების მეშვეობით“ - განაცხადა მაიამ ხაჩიძემ

მარნეულის მერის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის თქმით, მერია საინფორმაციო მასალებს ფეისბუქ გვერდის საშუალებითაც ავრცელებს.

შეზღუდვები ასევე დაწესდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაზეც. რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე. იკრძალება ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა. ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით. იზღუდება სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების საქმიანობა.

საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები 31 იანვრამდე გაგრძელდება.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები