404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
ზაურ დარგალი 18 იანვრიდან მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს გამართავს
მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი მზადაა აქტიურად შეხვდეს მოსახლეობას. ინფორმაციას ზაურ დარგალი „ფეისბუკ“ გვერდზე ავრცელებს და წერს, რომ მისი ბიურო გარდაბასა და მარნეულში დაახლოებით ერთი თვეა ფუნქციოირებს, თუმცა ხშირ შეხვედრებს ამ დრომდე ვერ ახერხებდა.

„18 იანვრიდან შეხვედრები ორივე მუნიციპალიტეტის მასშტაბით, როგორც ბიუროს ფარგლებში, ისე წერტილოვანი გასვლებით, უფრო აქტიურ ფაზაში გადავა. როგორც ადრე აღვნიშნე, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი კომპეტენციის ფარგლებში დაგეხმაროთ და მოგიგვაროთ ის პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც თქვენთვის აქტუალურია. მოხარული ვარ რომ თქვენი ნდობით და მხარდაჭერით დამეკისრა დიდი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ერის წინაშე, ჩემს გუნდთან და თქვენთან ერთად, ყოველდღიურად ვემსახურო მოსახლეობას. გელით ყველას, ჩემს ამომრჩეველსაც და მათაც, ვინც არჩევნებში სხვა პოზიცია დააფიქსირა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა“ - წერს ზაურ დარგალი „ფეისბუკზე“

ზაურ დარგალი მეათე მოწვევის პარლამენტის წევრია. მისი ბიურო მარნეულში რუსთაველის N73-ში, ხოლო გარდაბანში აღმაშენებლის N73 ა - ში მდებარეობს.

გარეკანის ფოტო: ზაურ დარგალი
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია