მარნეულის მერიის აივნიდან სახელმწიფო დროშები გადმოფინეს
დღეს, 14 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღის აღსანიშნავად, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის აივნებიდან, სახელმწიფო დროშა გადმოფინეს.

ქვეყნის ერთ-ერთი მთავრი სიმბოლოს, ეროვნული დროშის დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს იზეიმეს.

საქართველოს სახელმწიფო დროშა საქართველოს ეროვნული სიმბოლოა გერბთან და ჰიმნთან ერთად, ის საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე შემოიღეს, რომელიც ძალაში შევიდა 2004 წლის 14 იანვრიდან.

Print