404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
მარნეულში 72 წლის ქალს მიუსაფარი ძაღლები თავს დაესხნენ
დღეს, 19 იანვარს, მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე ხანდაზმულ ქალს უსახლკარო ძაღლები თავს დაესხნენ. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას 72 წლის ზახრა ჰეიდაროვა ამბობს, რომ დილის საათებში საცხოვრებელი სახლიდან გამოვიდა რა დროსაც რამდენიმე ძაღლი თავს დაესხა და წააქცია.

ზახრა ჰეიდაროვა
„დილით პურის საყიდლად მოვედი და აქ იმდნეი ძაღლი იყო, თავს დამესხნენ. წავიქეცი და ხალხმა ძლივს გადამარჩინა ძაღლებისგან. აქედან გასვლა შეუძლებელია. მხოლოდ მე კი არა ყევლას თავს ესხემიან. აი, ნახეთ რამდენია, გუნდად დადიან. არავისთვის მიმიმართავს. ერთხელ ასეთი ძაღლები იყვნენ აქ და ვიღაცას უკბინეს, მერე მოვიდნენ და ყველა ძაღლი წაიყვანეს. აქ ვცხოვრობ და ვერც მაღაზიაში, ვერც ბაზარში ვერ გავდივარ. დილით ეს ხალხი რომ არ ყოფილიყო და არ დამხმარებოდა არ ვიცი ახლა რა დღეში ვიქნებოდი“. - გვითხრა ზახრა ჰეიდაროვამ

ჰეიდაროვას მსგავსად უსახლკარო ძაღლების სიმრავლე აშინებს მიზ მეზობელ აფეტ აზიზოვასაც. აზიზოვას თქმით, ძაღლების სიმრავლის გამო ბავშვებს ეზოში სათამაშოდაც ვერ უშვებენ.

„ქუჩაში ვერ გავდივართ ამ ძაღლების გამო. არც დიდი, არც ბავშვი, სახლიდან შიშით არავინ არ გადის. ყველას უკბენენ. რამე გამოსავალი არ არსებობს? მოვიდნენ, შეკრიბონ და წაიყვანონ. ერთხელ შეკრიბეს ძაღლები და წაიყვანეს, მაგრამ მერე ისევ აქ, ქუჩაში გაუშვეს. მე ზუსტად ვიცი რომ ერთ ქალს და ორ ბავშვს უკბინეს ბოლო დროს“ - ამბობს აფეტ აზიზოვა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის, საჭიროების შემთხვევაში ევთანაზიისა და ცხოველთა სამარხში გადაყვანსი, მომსახურეობისათვის 21 186 ლარის ღრებულების ტენდერი 2020 წლის 15 დეკემბერს გამოაცხადა. ტენდერის მიხედვით, მასში გამარჯვებულ კომპანიას 2021 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტიდან 177 მიუსაფარი ძაღლი უნდა გაეყვანა და კასტრირებისა და სამკურნალო პროცედურების შემდგომ კვლავ მუნიციპალიტეტში უნდა დაებრუნებინა.

მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო, მაგრამ მას ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიენიჭა. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ კიდევ ერთხელ როდის გამოაცხადებს მუნიციპალიტეტი უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის მომსახურეობისათვის ტენდერს.

რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია