შემცირებაში მოყოლილი თანამშრომელი მიიჩნევს, რომ მისი გათავისუფლება უსამართლოა
მარიანა გვრიტიშვილი საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების თანამშროელია, მას 31 დეკემბერს შეატყობინეს, რომ რეორგანიზაციაში მოჰყვა. მარიანა მიიჩნევს, რომ მისი გათავისუფლება უსამართლო გადაწყვეტილება იყო. კონკრეტულ მიზეზებზე, კომენტარს არ აკეთებს, თუმცა საკუთარ „ფეისბუკზე“ ვრცელ პოსტს ავრცელებს, რომლითაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას მიმართავს.

„31 დეკემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ 7 ადამიანი სამსახურიდან რეორგანიზაციას მოგვაყოლა. ასე მოგვილოცა ახალი წელი საკუთარ თანამშრომლებს მაშინ, როცა ჩემი ქვეყნის გახარია მოუწოდებს კერძო სტრუქტურების ხელმძღვანელ პირებს ,რომ მაქსიმალურად შეინარჩუნონ თანამშრომლები ,გაითვალისწინონ ქვეყანაში მიმდინარე ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებული მოვლენები…. რამდენად სამართლიანად მოყვა მარიანა გვრიტიშვილი კონკრეტული ჯგუფის მიერ დაორგანიზებულ უსამართლო და ხელოვნურ რეორგანიზაციაში ეგ ცალკე ბურუსით, ცილისწამებით სავსე ისტორიაა ,რომლის შესახებ აქ ვერ ვისაუბრებ, რადგან ამის უფლება არ მაქვს“



მარიანა გვირიტიშვილს რეორგანიზაციის დაწყების შესახებ ჰქონდა ინფორმაცია, თუმცა როგორც თავად ამობს, მის გათავსუფლებაზე ეჭვი არ შექმნია. დეტალებზე საუბრისგან ამ ეტაპზე ის თავს იკავებს.

„ვერანაირად ვერ მოვიფიქრებდი ,რომ იურიდიულ განყოფილებას საფრთხე შეექმნებოდა იმის ფონზე როცა საკრებულოში დღესდღეობით უფუნქციო განყოფილებებია დატოვებული და მათი ფუნქციების “ქმედუნარიანობა“ეჭვს იწვევს. როგორც კულვარულად გაცხადდა რამდენიმე თვეში ისევ აპირებენ შექმნან განყოფილება ,კერძოდ “სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება”. კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც ჩემს გონივრულ ეჭვს ამტკიცებს ხელოვნურ რეორგანიზაციის პროცესებთან დაკავშირებით არის ის ,რომ საკრებულოს სამართლებრივი ექსპერტიზის ფუნქციაც აკისრია გარკვეულწილად და წესით ეს უნდა გამხდარიყო ზემოაღნიშნული განყოფილების “სიმყარის” ერთ-ერთი ძლიერი არგუმენტიც ამ განყოფილების ხელშეუხებლობის გარანტად ,მაგრამ აქაც მარხია” ძაღლის თავი” , ჩემი განყოფილების უფროსი ღირსეული საჯარო მოხელე უ.შ. კონკრეტულმა პირებმა “ პერსონა ნონ გრატად” აქციეს მხოლოდ იმიტომ, რომ მეგობრობს მაღალი რანგის სასულიერო პირთან ვისთანაც საკრებულოს ხელმძღვანელობას თავისი პირადი ინტერესი აქვთ .მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული განყოფილება შეწირეს ორ ქალს უ.შ-ს და მარიანა გვრიტიშვილს რადგან ჩვენ სამსახურიდან განთავისუფლების მიზეზი - არცერთი დარღვევა ან გადაცდომა არ გვქონია, რაც სარჩული გახდებოდა ჩვენი განთავისუფლების ,ამიტომ მათ უბრალოდ განყოფილება გააუქმეს ასე მარტივად . კიდევ ერთი ადამიანია ჩვენი განყოფილებიდან “ განთავისუფლებული” თვალის ასახვევად რადგან უსამართლობას სამართლიანობის ელფერი დაჰკრავდეს

-რა უნდა მარიანა გვრიტიშვილს?

-სამართლიანობის აღდგენა “შპს” -დ გადაქცეულ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში- წერს მარიანა გავრცელებულ წერილში

გვრიტიშვილი ამბობს, რომ ამ ყველაფრის წინააღმდეგ, სამართლებრივ ბრძოლას გეგმავს.

რადიო „მარნეული“ ამ დრომდე ცდილობს საკრებულოს თავმჯდომარესთან, ამირან გიორგაძესთან დაკავშირებას, თუმცა ის ჩვენს ზარებს არ პასუხობს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სულ 8 თანამშრომელი შეამცირეს.

ინფორმაცია აპარატის უფროსმა ნინო ბერიძემ დაგვიდასტურა და თქვა, რომ რეორგანიზაციის შედეგად რამდენიმე განყოფილება გაუქმდა. მთ შორის იურიდიული და სამდივნო. ბერიძის განმარტებით, შემცირებაში მოყოლილ თანამშრომლებს, საჯარო სამსახურის ბიურო დასაქმებაში დაეხმარება.

„ისინი პირველ თებერვლამდე ჩვენს თანამშრომლებად ითვლებიან. ახლა მობილობა მიმდინარეობს, ველოდებით მუნიციპალიტეტებიდან ვის აქვს ადგილი. საჯარო სამსახურის ბიურომ გამოგვიგზავნა სადაც არის ვაკანსიები. ყველგან დაგზავნილი გვაქვს წერილები მათი მობილობის შესახებ. კანონის შესაბამისად, შევთავაზებთ ამ თანამშრომლებს გადასვლას რომელიმე მუნიციპალიტეტის საჯარო სექტორში. თუ დაგვთანხმდებიან გადავლენ კონკურსის გარეშე, თუ არა, გადავლენ რეზერვში და მიეცემათ შესაბამისი კომპენსაცია, რასაც კანონი ითვალისწინებს. რეზერვის ვადა ორი წელია“ - ამბობს ნინო ბერიძე

საკრებულოში დაწყებულ რეოორგანიზაციასთან დაკავშრებით ინფორმაცია ჩვენთვის 30 დეკემბერს გახდა ცნობილი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები