404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
მარნეულელ წარჩინებულ მეცხრეკლასელებს კომპიუტერს, სავარაუდოდ, მარტის ბოლომდე გადასცემენ
2019-20 სასწავლო წელს მარნეულის მასშტაბით 29 მეცხრეკლასელმა კომპიუტერი მოიპოვა, მაგრამ ტექნიკა მათთვის ჯერ კიდევ არ გადაუციათ.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნუელის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სპეციალისტმა ირმა დავაძემ განაცხადა, რომ მოსწავლეებისათვის კომპიუტერების გადაცემის ცერემონია მარნეულში 2020 წლის ოქტომბერში უნდა გამართულიყო, მაგრამ ღონისძიება კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.

„ეს მოსწავლეები არიან ის წარჩინებული მოსწავლეები, რომლებმაც 2019-20 წელს წარჩინებით დაამთავრეს საბაზო საფეხური, მეცხრე კალასი, ამჟამად ისინი იმყოფებიან მეათე კლასში. მათი ნიშანი არის 10 ქულა დამრგვალების გარეშე. მოგეხსენებათ, რომ მარნეულში არის 74 საჯარო სკოლა და აქედან წარჩინებული მოსწავლეები 9 საჯარო სკოლიდან არიან, ჯამში 29 მოსწავლე. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უახლოეს პერიოდში მათ გადასცემს კომპიუტერებს“. - გვითხრა ირმა დავაძემ

წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ უნდა გადასცეს.

როგორც სააგენტოში რადიო „მარნეულს“ განუცხადეს, წარჩინებული მოსწავლეებისათვის კომპიუტერები კონსოლიდირებული ტენდერის მეშვეობით უნდა შეიძინონ, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო გამოაცხადებს. საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში განმარტავენ, რომ წარჩინებულ მეცხრეკლასელებს კომპიუტერებს, სავარაუდოდ, 2021 წლის პირველ კვარტალში, ანუ მარტის ბოლომდე, გადაცემენ.

რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია