404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
მარნეულში საახალწლო ნაძვის ხე დაშალეს
დღეს, 22 იანვარს, მარნუელის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე საახალწლო ნაძვის ხე დაშალეს.

უკვე მოხსნილია საახალწლო განათებები მარნეულის ცენტრალურ, რუსთაველის, ქუჩაზე.

მარნეულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ნაძვის ხე 2020 წლის იდენტური იყო.

თანხა არ დახარჯულა განათებაზეც და მარნეული გასული წლის ილუმინაციებით მორთეს. ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, მერიას არც საახალწლო ღონისძიებების მოსახურეობის შესყიდვისთვის გამოუცხადებია ტენდერი.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას 2020 წლის შემობრძანება 300 000 ლარამდე დაუჯდა.

გასულ წელს მათ საახალწლო მორთულობების შეძენა/მოწყობისა და თანმდევი მომსახურების (მონტაჟის) შესყიდვისათვის 247 000 ლარიანი ტენდერი გამოცხადეს, ხოლო საახალწლო ღონისძიების ორგანიზების მომსახურების შესყიდვისათვის 49 150 ლარი.

რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია