404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
მარნეული
კირეჩ მუღანლოში ელექტრო ენერგიის ავარიული ბოძი „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ უნდა შეაკეთოს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირეჩ მუღანლოში ელექტრო ენერგიის ერთ-ერთი ბოძი ავარიულ მდგომარეობაშია.

კირეჩ მუღანლოელები რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამბობენ, რომ ბოძი სოფლის შესასვლელიდან 450 მეტრში მდებარეობს და ერთ წელზე მეტია დაზიანდა, მაგრამ მის შესაკეთებლად სოფელში, ამ დრომდე, არავინ მისულა. ბოძის დაზიანება სოფელში მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ გამოიწვია.

დაზიანებული ბოძი საფრთხეს უქმნის გზაზე მოძრავ მანქანებს, მოქალაქეებსა და ახლოს მდებარე ბუნებრივი აირის მილს.

რადიო „მარნეულს“ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, რომ დაზიანებული ბოძი „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბალანსზეა და შესაბამისად მისი შეკეთება მუნიციპალიტეტის მოვალეობა არაა.

„ენერგო-პრო ჯორჯიამ“ სოფელ კირეჩ მუღანლოში დაზიანებული ბოძის შესახებ რადიო „მარნეულის“ მიმართვის შემდგომ გაიგო. როგორც კომპანიის ცხელ ხაზზე გვითხრეს, დაზიანებული ბოძის შესახებ შეტყობინება უკვე დარეგისტრირებულია და შესაბამისი სამსახურები ახლო მომავალში მოახდენენ რეაგირებას.

რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია