404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
მარნეულის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებენ
26 იანვარს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება.

2021 წლის პირველ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება.

რადიო „მარნეულს“ მარნეულის საკრებულოს აპარატის უფროსმა ნინო ბერიძემ უთხრა, რომ ბიუჯეტის პროექტმა საბოლოო სახე უკვე მიიღო, ხოლო ხვალ დეპუტატები გადაწყვეტენ დაუჭირონ თუ არა მას მხარი.

კორონავირუსის პანდემიის გამო მუნიციპალიტეტმა 2021 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა ფართო შეხვედრის ფორმატში არ ჩაატარა. მოქალაქეებს 2021 წლის ბიუჯეტში შენიშვნების წარდგენა მხოლოდ ელექტრონულად შეეძლოთ.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა განაცხადა, რომ ბიუჯეტის შემუშავების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მარნეულის გენდერული თანასწორობის საბჭოც იყო ჩართული.

„ჩვენ ყველა მხარის პოზიცია გავიგეთ და შეძლებისდაგვარად ავსახეთ 2021 წლის ბიუჯეტში. როგორც იცით, საჯარო განხილვისთვისაც გამოვაქვეყნეთ ბიუჯეტის პროექტი და ყველა წესი დავიცავით“ - განაცხადა ვუგარ მამედოვმა

ქართული ენის მასწავლებელი და სანაგვე ურნები სოფლებში - ეს ის თემებია, რომელიც 2021 წლის ბიუჯეტში გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ იქნა ინიცირებული.

2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მარნეულის მერია ჯანმრთელობის დაცვისათვის ყველაზე ცოტა თანხის დახარჯვას გეგმავს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურებისათვის მერიას ბიუჯეტში 190 000 ლარი აქვს გათვალისწინებული.

ყველაზე მეტი თანხის, 6 960 400 ლარის, დახარჯვას მარნეულის მერია საბინაო კომუნალური მეურნეობის მიმართულებით აპირებს. საბინაო კომუნალური მეურნეობის მიმართულებაში შედის ბინათმშენებლობა, კომუნალური მეურნეობის განვითარება, წყალმომარაგება, გარე განათება და სხვა არაკლასიფიცირებული ხარჯები საბინაო–კომუნალურ მეურნეობაში.

რამდენი ლარის გამოყოფაა დაგეგმილი:
• ბინათმშენებლობა - 420 000 ლარი
• კომუნალური მეურნეობის განვითარება - 231 500 ლარი
• წყალმომარაგება - 4 078 200 ლარი
• გარე განათება - 1 554 700 ლარი
• სხვა არაკლასიფიცირებული ხარჯები საბინაო–კომუნალურ მეურნეობაში - 676 000 ლარი

2021 წლის ბიუჯეტის პროექტით, აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის უზრუნველყოფის, ფინანსური და ფისკალური საქმიანობის და საგარეო ურთიერთობებისათვის 6 401 800 ლარია გათვალისწინებული. ამ მიმართულებაში შედის, აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის უზრუნველყოფა, რომელშიც 6 251 800 ლარი დაიხარჯება და ფინანსური და ფისკალური საქმიანობა.

რამდენი ლარის გამოყოფაა დაგეგმილი:
• წარმომადგენლობითი ორგანო (საკრებულო) – 1 454 000 ლარი
• აღმასრულებელი ორგანო (მერია) – 4 797 800 ლარი
• ფინანსური და ფისკალური საქმიანობა - 150 000 ლარი

სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურისათვის მარნეულის მერიამ ბიუჯეტში 215 600 ლარი გაითვალისწინა.
ეკონომიკური საქმიანობის მიმართულებით, რომელშიც შედის სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი და საავტომობილო ტრანსპორტი და გზები, მარნეულის 2021 წლის ბიუჯეტში 3 187 200 ლარია გათვალისწინებული.

რამდენი ლარის გამოყოფაა დაგეგმილი:
• სოფლის მეურნეობა - 562 500 ლარი
• ტრანსპორტი - 2 624 700 ლარი
• საავტომობილო ტრანსპორტი და გზები - 2 624 700 ლარი

გარემოს დაცვის მიმართულებით, რომელშიც შედის ნარჩენების შეგროვება, გადამუშავება და განადგურება და ჩამდინარე წყლების მართვა, მარნეულის მერია 2 617 800 ლარის დახარჯვას გეგმავს.

რამდენი ლარის გამოყოფაა დაგეგმილი:
• ნარჩენების შეგროვება, გადამუშავება და განადგურება - 2 267 100 ლარი
• ჩამდინარე წყლების მართვა - 350 000 ლარი

მარნეულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის შესაბამისად, დასვენების, კულტურისა და რელიგიის მიმართულებით 3 726 600 ლარია გათვალისწინებული. ამ მიმართულებაში შედის, მომსახურება დასვენებისა და სპორტის სფეროში, მომსახურება კულტურის სფეროში, ტელე–რადიო მაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა, რელიგიური და სხვა სახის საზოგადოებრივი საქმიანობა და სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა დასვენების, კულტურისა და რელიგიის სფეროში.

რამდენი ლარის გამოყოფაა დაგეგმილი:
• მომსახურება დასვენებისა და სპორტის სფეროში - 1 906 000 ლარი
• მომსახურება კულტურის სფეროში - 1 414 600 ლარი
• ტელე–რადიო მაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა - 86 000 ლარი
• რელიგიური და სხვა სახის საზოგადოებრივი საქმიანობა - 210 000 ლარი
• სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა დასვენების, კულტურისა და რელიგიის სფეროში - 110 000 ლარი

განათლების სფეროში 2021 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 4 578 600 ლარი. განათლების სფეროში შედის სკოლამდელი და ზოგადი განათლება.
რამდენი ლარის გამოყოფაა დაგეგმილი:

• სკოლამდელი განათლება - 4 506 600 ლარი
• ზოგადი განათლება - 72 000 ლარი

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალური დაცვის სფეროში, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში, 1 630 000 ლარის გამოყოფა გადაწყვიტა. ამ სფეროში შედის, ავადმყოფთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა, ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა და სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა სოციალური დაცვის სფეროში.

რამდენი ლარის გამოყოფაა დაგეგმილი:
• ავადმყოფთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა - 1 150 000 ლარი
• ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა - 475 000 ლარი
• სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა სოციალური დაცვის სფეროში - 5 000 ლარი

FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია