მარნეულში სეზონური გრიპის ვაქცინაციის მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით გაიზარდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 1 268 სეზონური გრიპის ვაქცინა გაკეთდა.

ინფორმაცია მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ეთერ ლაფერაძემ გვითხრა და აღნიშნა, რომ, ვაქცინის გაკეთება მუნიციპალიტეტში 16 ოქტომბერს დაიწყო და დღემდე გრძელდება. მისივე თქმით, წინა წელთან შედარებით აცრილთა რაოდენობა გაზრდილია.

„ვაქცინა უკეთდება მოხუცებს, თავშესაფარში მყოფებს, პედაგოგებს, ორსულებს, დიალეზზე მყოფ პაციენტებს, მედპერსონალს და მათ ოჯახის წევრებს, სოფლის ექიმებს, შაქრიანი დიაბეტის მქონეებს, 60-70 წლის ზევით ასაკის ადამიანებს - ფაქტობრივად, ყველას. ვისაც სურვილი აქვს, დღემდე შიძლება ვაქცინის გაკეთება "ჯეო ჰოსპიტალსსა" და "მედიქსის" პოლიკლინიკაში, ვაქცინები არის, არ არის პრობლემა“

რაც შეეხება გეგმიურ აცრებს, ლაფერაძე განმარტავს, რომ პროცენტულ მაჩვენებელზე დაყრდნობით შეიძლება ითქვა, რომ საკმაოდ მაღალი მიმართვიანობა აქვთ.

„ჩვენთან არავინ უცხადებს უნდობლობას ამ აცრებს. დაახლოებით 95%-იანი მოცვა გვაქვს. იცრებიან ბავშვები ნორმალურად. არ გვაქვს ინფექციები. ეს ყველაფერი კი აცრის შედეგია, არ დაფიქსირებულა წელს არც წითელა, არც ყივანახველა, არც დიფტერია - აბსოლუტურად არცერთი დაავადება არ არის. ეს კი აცრების შედეგია, რასაც ჩვენ ყოველწლიურად ვაკეთებთ"

მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს, მარნეულში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ზოგად სურათზეც ვკითხეთ. როგორც ეთერ ლაფერაძე რადიო „მარნეულთან“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობა კეთილსაიმედოა.

„დასტაბილურდა სიტუაცია, კოვიდის შემთხვევბი თითქმის არ გვაქს და ძალიან მიხარია ეს ამბავი“
- თქვა ეთერ ლაფერაძემ

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის შემთხვევების ყოველდღიურ მონაცემებს არ გვაწვდიან. სტატისტიკის გამოსათხოვად კი ოფიციალური წერილი უკვე მივწერეთ შესაბამის სამსახურს, პასუხის მიღებისთანავე ინფორმაციას გავავრცელებთ. 

 

Print