404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
ოჯახს კიბოთი დაავადებულის სამკურნალოდ თანხა არ ჰყოფნის - სოციალური დახმარების მისაღებად კი საკმარისი ქულები არ აქვთ
62 წლის გულზადა მამედოვა მარნეულში, კოსტავას N33-ში ცხოვრობს. რვა წელია, რაც ონკოლოგიურ დაავადებას ებრძვის. გულზადას მკერდის კიბო აქვს და პარალელურად ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც აწუხებს. როგორც ის რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამბობს, რამდენიმე თვის წინ ფეხზე ინფექცია შეეჭრა და მარნეულის ჩაკეტვის გამო მხოლოდ ადგილობრივ ავერსის კლინიკაში მოახერხა მისვლა. მას ოპერაცია გაუკეთეს, თუმცა ფეხის შეშუპება არ უცხრება. ახლადნაოპერაციებ გულზადას ახლა კიბო მარცხენა მკერდზეც უვითარდება და ქიმიოთერაპიის კურსს გადის.

„მეუღლე ბანკში იხდის ყველაფერს და მისი ხელფასიდან 1 ლარსაც ვერ ვხარჯავთ ჩვენთვის. სახელმწიფო რომ გვიხდიდა ქიმიათერაპიის თანხას, მაინც ჩვენც გვიწევდა ხარჯების გაწევა“

მამედოვა 6 სულიან ოჯახთან ერთად ცხოვრობს. მეუღლე წლებია დღე და ღამე მუშაობს, რომ გულზადას წამლები უყიდოს, ექიმთან წაიყვანოს და ბანკიდან გამოტანილი კრედიტი დაფაროს. ოჯახის დასახმარებლად მათი ვაჟი რესტორანში მუშაობდა, მაგრამ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემდეგ მუშაობა შეჩერდა. ახლა ოჯახის ყოველდღიური ხარჯებისთვის არანაირი შემოსავალი არ აქვთ. გულზადას პენსია კი წამლების თანხას ძლივს ჰყოფნის.

„ბანკებში ავიღე კრეტიდი, რომ მის დაავადაბა ვიმკურნალოთ. ვთხოვ სახელმწიფოს, რომ ცოტა დაგვეხმაროს. არ ვეუბნები, რომ მილიონები მომცეს. უბრალოდ დაგვეხმარონ. სოციალური სააგენტო 96 ქულას გვანიჭებს. ყოველთვე 400 ლარს თიბისი ბანკში, 300 კი კრედოში ვიხდი. ჩემ შვილს პურის ფული მაინც მოჰქონდა ოჯახში. ჩემი ასაკის ხალხი ჩაიხანში ზის და ჩაის სვამს მე კი დილის 5-ზე ქალაქს ვასუფთავებ. ერთი წელია, რაც სახლში მშვიდად არ მძინავს“

მამედოვას მეუღლე აივაზ მამედოვი ამბობს რომ სოციალური დახმარების მისაღებად რამდენჯერ მიმართეს მარნეულის სოციალური მომსახურების სააგენტოს. თუმცა არასაკმარისი ქულების გამო, მაღ დახმარება არ დაუნიშნეს.

„პრობლემა ისაა, რომ მკურნალობას გავდივარ და წასასვლელად ტრანსპორტიც არ არის. ფულიც არ გვეყოფა მანქანაში. 60 ლარს ვუხდით წასვლა წამოსვლაზე. მკერდზე ოპერაცია გამიკეთეს და მეორე მკერდზეც გავდივარ ქიმიათეროპეას. დაიბეტიც მაქვს, წნევაც მაწუხებს. ფული აღარ გვაქვს. 8 წელია მე ასეთ მდგომარეობაშ ვარ. ფეხზე კიდევ 4 ჯერ გამიკეთეს ოპერაცია“

ოჯახი ახლა სახელმწიფოს დახმარების მოლოდინშია.

FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია