მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ 2021 წლის ბიუჯეტით 5 ავტობუსის
შეძენა გადაწყვიტა.
ახალი ავტობუსების შესაძენად ადგილობრივი თვითმმართველობა 1 200 000
ლარის დახარჯვას გეგმავს. ინფორმაცია 26 იანვარს, საკრებულოს
სხდომაზე, მარნეულის მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა
ვუგარ მამედოვმა თქვა. მისი თქმით, საკრებულომ საბავშვო ბაღებისა და
სპორტსკოლის სუბსიდირების შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.
„ორივე ორგანიზაციის სუბსიდიების შემცირება 690 000 ლარის
შეადგენს. ამ თანხის 190 000 ლარი მარნეულის მერიის შენობის პირველი
სართულის რემონტისთვის არის მიმართული. 500 000 კი ავტობუსები შეძენას
დაემატება და თნხა სრულად 1 მილიონ 200 ათასი ლარი გახდა. 2020-წლის
პრაქტიკიდან გამომდინარე ვიცით, რომ 5 ავტობუსის შეძენა შევძელით ამ
თანხით“- თქვა ვუგარ მამედოვმა.
ვუგარ მამედოვის თქმით, ავტობუსების შესაძენად ტენდერი გამოცხადდება
და გამარჯვებული კომპანიასთან ხელშეკრულება გაფრმდება.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის მერიამ 2020 წელ 5 ახალი ავტობუსი
შეიძინა, რაც 1 311 00 ლარი დაუჯდა.