მარნეულის მერიას ავარიული გარე განათების ბოძის შესაკეთებლად ოფიციალური მიმართვა სჭირდება
ქალაქ მარნეულში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, დაზიანებულ გარე განათების ბოძს მარნეულის მერია მოსახლეობის ოფიციალური მიმართვის გარეშე ვერ შეაკეთებს. ბოძის საძირკველი გადახრილია. ლამპიონი საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს მდებარეობს და მას, ფაქტობრივად, ხე იკავებს.

რადიო „მარნეულს“ მარნეულის მერიაში განუცხადეს, რომ გარე განათების ბოძის მოვლა/შენახვაზე პასუხისმგებელი ორგანო შპს „სუფთა მარნეულია“, მაგრამ შპს ბოძის აღდგენით სამუშაოებს მანამ ვერ დაიწყებს, სანამ ჩოლოყაშვილის ქუჩის მოსახლეობა ან სხვა დაინტერესებული პირი მათ ოფიციალურად არ მიმართავს.

წაქცევის პირას მყოფ ბოძთანაა პარტია „ევროპული საქართველოს“ ოფისი. როგორც რადიო „მარნეულს“ „ევროპული საქართველოს“ მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ახედ იმამკულიევმა უთხრა, ის გარე განათების ბოძის შეკეთების მოთხოვნით მარნეულის მერიას ორშაბათიდან მიმართავს.

აღსანიშნავია, რომ რადიო „მარნეულმა“ ამავე ბოძთან დაკავშირებით მასალა 2020 წლის 16 ნოემბერს მოამზადა, მაშინ მარნეულის მერიაში გვითხრეს, რომ ბოძს ახლო მომავალში შეაკეთებდნენ.

რადიო „მარენული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები