შულავრის ერთ-ერთმა დასახლებამ სოფლის სტატუსი ვერ მიიღო
სამი წელია, რაც მარნეულის მუნიციპალიტეტში ახალი სოფლის „ივერიონის“ შემატებაზე დაიწყო საუბარი.  შულავერის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ დასახლებას  სოფლის სტატუსი უნდა მინიჭებოდა.  ამის შესახებ გადაწყვეტილება საკრებულომ ჯერ კიდევ 2018 წელს მიიღო. მაშინ, მარნეული საკრებულომ დოკუმენტაცია საქართველოს სამთავრობო კომისიას გადაუგზავნა, რომელიც გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდების მინიჭებას ადგენს. როგორც დღეს, რადიო „მარნეულთან“ საუბრისას საკრებულოს აპარატის უფროსმა, ნინო ბერიძემ თქვა, დასახლებისთვის სოფლის სტატუსის მინიჭება ვერ მოხერხდა, თუმცა „ივერიონის“ სახით, შულავერში ახალი უბანი იარსებებს.

„სოფლის სტატუსის მინიჭება  ვერ ხერხდება. სოფელ შულავერში იქნება უბანი „ივერიონი“. ის, რომ ივერიონი ერქმევა, ეს შეჯერებულია და საწინააღმდეგო არაფერია მთავრობის შესაბამის კომისიაში. უბნად ჩამოყალიბების პრაქტიკა ახლა დაიწყო და არის ძალიან ბევრ მუნიციპალიტეტებში - მათ შორის, საჩხერეშიც. ჩვენთანაც იქნება როგორც უბანი და თავისი ქუჩები ექნება. დღე-დღეზე ველოდებით, როგორც კი იქნება, საკრებულოს სხდომაზე გავიტანთ საკითხს  და მეორე დღიდან ამოქმედდება“


აღსანიშნავია, რომ შულავრის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი დასახლება მრავალი წელია არსებობს. პირველი მოსახლე იქ, 1980 წელს, ნელი დევიძე დასახლდა.

ამავე თემაზე: ერთი წლის შემდეგ კვლავ უცნობია, თუ როდის შეემატაბა ახალი სოფელი „ივერიონი“ მარნეულს

თიკო დავაძე
რადიო "მარნეული"


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები