სოციალურ ქსელში ადრეულ ასაკში ნიშნობის ამსახველი კადრები გავრცელდა
7 თებერვლიდან სოციალურ ქსელში მცირეწლოვანი გოგოსა და ბიჭის ნიშნობის ამსახველი ვიდეოები ვრცელდება. ვიდეოსა და სურათებში ჩანს თუ როგორ უკეთებენ მცირეწლოვან გოგოს ბეჭედს და ტრადიციისამებრ, ნიშნობის აღსანიშნად, ტკბილ ჩაის სვამენ. გავრცელებული ინფორმაციით, დანიშნული მცირეწლოვანები ფონიჭალაში ცხოვრობენ. ნიშნობის ამსახველი სურათებისა და ვიდეოს გავრცელებას მარნეულელი აქტივისტები გამოეხმაურნენ და აცხადებენ, რომ ადრეულ ასაკში ქორწინება და ნიშნობა არასწორი გადაწყვეტილებაა.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულელი აქტივისტი სამირა ბაირამოვა აცხადებს, რომ მიუხედავად ადრეულ ასაკში ქორწინების თემის მრავალი განხილვისა, პრობლემა დღემდე მოუგვარებელი რჩება.

„ასეთ მოვლენებს ვგმობთ. ხშირ შემთხვევაში პირები, ვინც ადრეულ ასაკში ქორწინდებას აიძულებენ, თავადაც ნანობენ და გმობენ ამას. ამბობენ, რომ თავადაც იძულებულნი გახდნენ ეს ნაბიჯი გადაედგათ. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ კანონმდებლობაში სერიოზული ცვლილებები შევიდა არასამთავრობო სექტორი ამ საკითხით კიდევ უფრო დაინტერესდა. მაგრამ ეს შემთხვევა, რაც დღეს გავიგეთ, ნამდვილად პიკია. ადრეც ხდებიოდა ასეთი შემთხვევები, მაგრამ ასე მცირეწლოვანი ბავშვების მიმართ არ მომხდარა და ეს ფაქტი ძალიან სამწუხაროა“

ბაირამოვას განცხადებით, კანონმდებლობაში ადრეულ ასაკში ნიშნობასთან დაკავშირებით ჩანაწერები არაა და ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტმა სერიოზულად უნდა იმსჯელოს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ მენტალური ღირებულებების მქონე საზოგადოება დღესაც ვერ განთავისუფლდა ასეთი შემთხვევებისგან. ერთ-ორ შემთხვევაზე თქვეს, რომ ამას ოჯახის მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო აკეთებენო, ხანდახან აცხადებენ, რომ შვილმა თავად გადაწყვიტა ადრეულ ასაკში ქორწინება. ესეც პრობლემური საკითხია, რატომ უნდა ჰქონდეს ბავშვს ამ ასაკში ოჯახის შექმნის სურვილი? რა ხდება მის ოჯახში? რამდენად კარგად მუშაობს განათლების სისტება? - სულ ამაზე ვფიქრობ. სამწუხაროა, რომ კანონმდებლობაში ამ საკითხთან დაკავშირებით ხარვეზებია. ნიშნობასთან დაკავშირებით მუხლი არაა, რომელშიც ეწერება რომ ნიშნობა აკრძალულია. მხოლოდ სექსუალური ხასიათის ურთიერთობა, ბავშვების მოტაცება და ადრეულ ასაკში ქორწინებაა განხილული, მაგრამ ადრეულ ასაკში ნიშნობაზე არაფერია. ამ რეგიონში ეს დიდი პრობლემაა. სოციალური მშაკები არ არიან რომ ამ საკითხით დაკავდნენ“ - განაცხადა სამირა ბაირამოვამ

რადიო „მარნეულს“ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში განუცხადეს, რომ მცირეწლოვანი ბავშვების ნიშნობის ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა უკვე დაიწყეს. სახალხო დამცველი შემთხვევის სხვა დეტალებზე, ამ ეტაპზე, არ საუბრობს.




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები