"ადამიანებს არ უნდა შეეშინდეთ და აცრა უნდა გაიკეთონ. ვინც დეზინფორმაციას ავრცელებს მედიცინიდან შორს არიან"- ექიმი ელმან სადიგოვი
ზოგ ადამიანებს ეშინიათ აცრის და ცხოვრების მანძილზე არც ერთ აცრას არ იკეთებს.

მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ეთერ ლაფერაძე აცხადებს, რომ მარნეულში სეზონური გრიპის აცრის გაკეთების მსურველთა რაოდენობა გაიზარდა. რადიო "მარნეულთან" საუბრისას ლაფერაძემ განაცხადა, რომ აცრისათვის მოსახლეობის დაახლოებით 95% მიმართავს. ამის მიუხედავად, მარნეულში, ისევე როგორც საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში, აცრების შესახებ უარყოფითი დამოკიდებულება მაინც გვხვდება.

ბოლო პერიოდში უფრო გახშირდა ნეგატიური დამოკიდებულება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებითაც. მოსახლეობის ნაწილს ვაქცინაციასთან დაკავშირებით გავრცელებული დეზინფორმაციის სჯერა.

მარნეულის "ჯეო ჰოსპიტალსის" პედიატრიული განყოფილების უფროსი, ექიმი ელმან სადიგოვი რადიო "მარნეულთან" აცრის მნიშვნელობასა და ვაქცინის გაკეთების საჭიროებებზე საუბრობს.

„აცრა ნებისმიერ დაავადებას ეხება. აცრა დაავადების, მაგალითად კორონავირუსის შემქმნელ მიკროორგანიზმებს ეხება. ამას ადამიანის ორგანიზმში უშვებენ. ადამიანის იმუნური სისტემა სწავლობს თუ როგორ იბრძოლოს ამ ვირუსთან და ის რჩება იმუნური სისტემის მეხსიერებაში. აცრა უბრალოდ იმუნურ სისტემას წვრთნის და ბრძოლისთვის სისტემის მეხსიერებაში რჩება. 1-5 თვის შემდეგ ის მიკროორგანიზმი თუ მოხვდება ადამიანის ორგანიზმში, იმუნური სისტემა უკვე მას იცნობს და ამისთვის დროს აღარ ხარჯავს, დაუყოვნებლივ მასზე თავდასხმას იწყებს და აანადგურებს. ვიცით, რომ ყველა ბავშვინი ცრება. თუ რომელიმე ბავშვს გაკეთებული აქვს აცრა წითელაზე უკვე მისი ორგანიზმი იცნობს წითელას და ორგანიზმში მოხვედრის დროს იმუნური სისტემა იწყებს მის განადგურებას. ამ შემთხვევაში ბავშვი წითელას ადვილად გატაიდანს ან საერთოდ არ გატაიდანს. აქ კორონავირუსზეც იგივე მდგომარეობაა. ასი წლის წინაც ვირუსები არსებობდნენ. მაშინაც აცრით აკეთებნდნე პრევენციას“

ექიმი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ არ დაიჯერონ დეზინფორმაცია.

„დეზინფორმაციები სულ არსებობდა. ეს აზრები სასაცილოა და არანაირი საფუძველი აქვს. ადამიანებს არ უნდა შეეშინდეს და აცარ უნდა გაიკეთონ. ვინც ამ ინფორმაციას ავრცელებს, რომ აცრა მავნებლურია, მედიცინიდან შორს არიან და მათ მოსახლეობამ არ უნდა მიაქციონ ყურადღება".

აღსანშნავია, რომ ინფორმაციის თავისფლების ინსტიტუტის კველევების მიხედვით საქართველოში იმუნიზაციასთან დაკავშირებით დადებითი მაჩვენებლების მიუხედავად აცრასთან დაკავშირებული დეიზნფორმაციები საყურადღებოა. IDFI-ის ინფორმაციით რუსეთი ამ გზით ცდილობს უნდობლობა და ქაოსი შექმნას. სხვა კუთხით კი მოსახლეობაში უდნობლობა გამოიწვიოს მედიიცნის მიმართ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები