მარნეულის 74 საჯარო სკოლიდან მანდატური 14-ს ჰყავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის 74 საჯარო სკოლიდან მანდატური 14 საგანმანათლებლო დაწესებულებას ჰყავს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლებს, 36 მანდატური ჰყავს. გამოდის, რომ თითო სკოლას ერთზე მეტი.

გთავაზობთ სკოლების ჩამონათვალს:

სსიპ - ქალაქ მარნეულის №2 საჯარო სკოლა;
სსიპ - ქალაქ მარნეულის №3 საჯარო სკოლა;
სსიპ - ქალაქ მარნეულის №4 საჯარო სკოლა;
სსიპ - ქალაქ მარნეულის №5 საჯარო სკოლა;
სსიპ - ქალაქ მარნეულის №6 საჯარო სკოლა;
სსიპ - ქალაქ მარნეულის №8 საჯარო სკოლა;
სსიპ - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აზიზკენდის საჯარო სკოლა;
სსიპ - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლა;
სსიპ - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლა;
სსიპ - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოს საჯარო სკოლა;
სსიპ - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის №1 საჯარო სკოლა;
სსიპ - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაკენდის №1 საჯარო სკოლა;
სსიპ - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს №1 საჯარო სკოლა;
სსიპ - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს №2 საჯარო სკოლა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები