პირველ ქესალოში დღეს გარე განათებას ჩართავენ

11 თებერვლიდან მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ პრიველი ქესალო გარე განათების ქსელში ჩაერთვება.

ამის შესახებ ინფორმაცია რადიო მარნეულთან საუბრისას კაპანახჩის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა ასიფ იუზბაშოვმა თქვა.

რწმუნებულმა აღნიშნა, რომ გარე განათების მოწყობის სამუშაოები გასული წლის ბოლო დასრულდა, თუმცა ჩართვის სამუშაოები დროში გაიწელა.

აღსანიშნავია, რომ სოფელ პირველ ქესალოში გარე განათების მოსაწყობად 2019 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 20 000 ლარი გამოიყო. მარნეულის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაწერის პროგრამა 2019“ -ში გათვალისწინებული პროექტებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან კი 1 232 000 ლარი იყო გამოყოფილი.



 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები