მარნეულის მერიამ 2020 წელს შპს კრალი-XXI-სგან 4 357,45 ლარის ჰიგიენური საშუალებები შეისყიდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ჰიგიენური საშუალებების შესყიდვვისათვის, 2021 წლის 9 თებერვალს, შპს კრალი-XXI-თან გამარტივებული შესყიდვით ხელშეკრულება გააფორმა.

ხელშეკრულების მიხედვით, შპს კრალი-XXI-მა მარნეულის მერიას 910 ლარის ღირებულების ჰიგიენური საშუალებები 12 თებერვლამდე უნდა გადასცეს.

პოლიეთილენის პაკეტები და ტომრები ნარჩენებისა და ნაგვისთვის; საწმენდი საშუალებები; ხელთათმანები; ტუალეტის ქაღალდი; ქაღალდის პირსახოცები; ქაღალდის ხელსახოცები; სარეცხი საშუალებები; ჭურჭლის სარეცხი საშუალებები; საპონი; ჰაერის დეზინფექტორები; დეოდორანტები და ჰაერის გაწმენდის დისპენსერები - ეს იმ პროდუქციის ჩამონათვალია, რომელიც მარენულის მერიამ კრალი-XXI-საგან შეისყიდა.

სავარაუდოდ, აღნიშნული სახის შესყიდვას მარნეულის მერია 2021 წლის განმავლობაში კიდევ განახორციელებს, ვინაიდან 2020 წელს ამავე კომპანიასთან 6 გამარტივებული შესყიდვა განახორციელა და 4 357,45 ლარის ღირებულების ჰიგიენური საშუალებები შეიძინა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები