მარნეულის მერია სასმელი წყლის შესყიდვისათვის 10 740 ლარის დახარჯვას გეგმავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სასმელი წყლის შესყიდვისათვის ტედნერი გამოაცხადა.

მარნეულის მერია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ორგანოში მოხმარების მიზნით სასმელი წყლის შესყიდვას 10 740 ლარად გეგმავს.

კომპანია, რომელიც მერიის ტენდერში გაიმარჯვებს, ვალდებული იქნება მერიას მიაწოდოს 1 600 ცალი 19 ლიტრიანი ჰიდროკარბონატული-კალციუმიანი ტიპის არაგაზირებული წყალი პოლიკარბონატის ჭურჭელში, რომელიც განკუთვნილი იქნება წყლის დისპენსერისათვის და 1 500-სი არანაკლებ 0.5 ლიტრიანი არაგაზირებული წყალი.

„წყლის ბიდონების მიწოდების პარალელურად მიმწოდებლის მიერ უზრუნველყოფილი უნდა იქნას 20 ერთეული წყლის დისპენსერის (ახალი ან/და შესაბამისად დასუფთავებული, ჯანმრთელობისთვის უვნებელი, ვარგისი, დაზიანებების გარეშე) მიწოდება. რომლის გადაცემაც უნდა განხორციელდეს უსასყიდლოდ, დროებითი სარგებლობის ფორმით ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე“. - აღნიშნულია სატენდერო წინადადებაში

ტენდერის მიხედვით, მასში გამარჯვებულმა კომპანიამ მარნეულის მერიას სასმელი წყალი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2021 წლის 25 დეკემბრამდე, ეტაპობრივად,მოთხოვნიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში უნდა მიაწოდოს.

რადიო „მარენული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები