შულავერის დასახლებაში ანტისანიტარია და გაუსაძლისი სუნი სტიქიური ნაგავსაყრელებითაა გამოწვეული
პოლიეთილინის პარკები, ბავშვის საფენები, შუშის ნამსხვრევები, საყოფაცხოვრებო ნარჩენები, ეს იმ ნივთების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც სოფელ შულავრის N13 ქუჩაზე შეხვდებით.

არალეგარლური ნაგავსაყრელი გარშემო უსიამოვნო სუნი და ცუდ სანახაობაა. ადგილობრივები ამბობენ, რომ პრობლემით რამდენჯერმე მიმართეს რწმუნებულს, თუმცა პრობლემით არავინ დაინტერესებულა.

„ რამდენჯერ მივედით სოფლის რწმუნებულთან ვთხოვეთ, რამე გაეკეთებინა. კარგი გავაკეთებთო მაგრამ არ გააკეთეს. აი, ნახეთ რა დღეშია აქაურობა. ყველა აქ ყრის ნაგავს. ადგილი არაა. ვირუსის ბუდეა ეს ყველაფერი“

„ მე პატარა შვილები მყავს. აქ ყრიან ნაგავს, სუფთა ჰაერის ნაცვლად, მიკრობებს ვსუნთაქვთ“

„ღორები მოდიან აქ და ნაგავში იქექებიან. ნაგავის სუნი, ღორის სუნი, ჩვენც ხომ ადამიანები ვართ. 100 ლარი გადავიხადე წამლებში. ასე როგორ შეიძლება“


როგორც რადიო მარნეულს შპს „სუფთა მარნეულის“ დირექტორმა, ლერი მუმლაძემ უთხრა, ნაგვის კონტეინერების შეცვლა და მათ შორის ახლის დადგმა, ბევრგნაა გათვალისწინებული თუმცა ამ ეტაპზე როგორც თავად ამბობს, პროცესი შეჩერებული ტექნიკის გაუმართაობის გამო

“ჯერ არსად ვდგამ, მანქანები მაქვს გასაკეთებელი, ველოდები ტენდერს. ყველგან არის ურნების დადგმა გათვალისწინებული, სადაც ვემსახურებით და სადაც არის ცუდი ურნები“

შპს სუფთა მარნეული მუნიციპალიტეტის 55%-ს ემსახურება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები