13 თებერვალს, რადიოს მსოფლიო დღე აღინიშნება
დღეს, 13 თებერვალს რადიოს მსოფლიო დღე აღინიშნება, რომელიც 2011 წელს იუნესკომ დააფუძნა

რადიოს მსოფლიო დღის დაწესება ესპანეთის ინიციატივით იუნესკოს 36-ე გენერალურ კონფერენციაზე დამტკიცდა. რადიოს მსოფლიო დღის აღნიშნვა 13 თებერვალს გადაწყდა, რადგან 1946 წლის ამ დღეს შეიქმნა გაეროს რადიო.


რადიო "მარნეულის" ჟურნალისტები: ფარვინ გაჯიევა, თიკო დავაძე, ამილ მამედოვი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე

ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა რადიოს როლს საზოგადოებაში მნიშვნელოვნად აფასებს.

მსოფლიოში პირველად რეგულარული რადიომაუწყებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებში, პიტსბურგში 1921 წლის ნოემბერში დაიწყო. საქართველოში კი 1925 წლის 23 მაისს, თბილისში.


მოხალისეობრივი გადაცემა "ქალის აზრი" - წამყვანები ნონა სამხარაძე, ოლგა ენდელაძე

მარნეულში პირველად რადიოს როლის გაძლიერება და შექმნის ინიციატივა 2006 წლიდან დაიწყო, სადაც აქტურად იყო ჩართული მარნეულელი ახალგაზრდა აქტივისტები, თუმცა რადიო არერთი გამოწვევისა და ბარიერის წინაშე დადგა, საკუთარი ძალებით კი ყოველთვის ცდილობდა შეექმნა თავისული, აქტიური მედია სივრცე , რომელიც საზოგადოებრივ თემში აქტიურად იმუშავებდა.


ანალიტიკური გადაცემა "იჯმალ" - წამყვანი აიდან იუსუფ, ტექნიკური დირექტორი ეტიბარ დაშტამირლი, სტაჟორი შუქურ ალიევი

სამწუხარად, პოლიტიკური ასპექტების გამო სათემო რადიოს 10 წლიის განმავლობაში მოუწია იმ სტერეოტიპებისა და მითების გაქარწყლება , რაც თემში არსებობდა. მრავალი სირთულის მიუხედავად დღეს უკვე FM96.9 სიხშირეზე ვართ, მარნეულში ეს პირველი რადიოა.


ჟურნალისტი ფარვინ გაჯიევა

არ არის იოლი მუდმივად ამტკიცო შენი როლი საზოგადოებაში, თუმცა ჩვენი მთავარი მიზანი ხომ თემის ინფორმირება და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვაა. ამჟამად მაუწყებლობა ორ ენაზეა, აზერბაიჯანული და ქართული. ყოველდღიურად რაიონში მიმდინარე სიახლეებს ვაწვდით მოსახლეობას, ვიძიებთ მნიშვნელოვან თემებს და მარნეულელებისთვის აქტუალიზაციას ვახდენთ.


სომხურენოვანი ჟურნალისტი -მარგარიტა მისკარიან

რადიო მარნეული „ღია მიკროფონის“ პრინციპითაც მიშაობს და თემის ნებისმიერ დაინტერესებულ წევრს აძლევს საშუალებას სივრცე მიზნმიმართულად გამოიყენოს , ეს იქნება საავტორო გადაცემების გაკეთება (სპორტზე, მუსიკაზე, ხელოვნებაზე, ლიტერატირაზე და ა.შ) თუ მარნეულში მნიშვნელოვანი საკითხების სადისკუსიო ფორმატში განხილვა.

პრაქტიკული მუშაობა მენტორთან- რუსუდან ცხომელიძე(IREX), ჟურნალისტი ამილ მამედოვი





ჩვენ ვმუშაობს იმისთვის, რომ თქვენ იყოთ ინფორმირებულები

რადიო "მარნეულის" გუნდი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები