ქუთლიარში დაშლილი სპორტული მოედნის სანაცვლოდ, ახლის მშენებლობა წელს არ იგეგმება

სოფელ ქუთლიარში სკოლის ეზოში მოწყობილი სპორტული მოედნის დემონტაჟი 2019 წელს განხორციელდა.

მიზეზი სოფელში ახალი სკოლის მშენებლობა იყო. სტადიონის დემონტაჟი ადგილობრივებმა გააპროტესტეს, თუმცა ყოფილი მერი ზაურ დარგალი მათ დაჰპირდა, რომ სკოლის აშენების შემდეგ, სოფელში საფეხბურთო მოედანიც მოეწყობოდა.

სკოლის მშენებლობა უკვე დასასრულს უახლოვდება. სტადიონის მშენებლობა კი ჯერ არ დაწყებულა.

საკითხის გასარკვევად სოფელი ქუთლიარის ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენელს ბახტიარ ჰურიანოვს დავუკავშირდით. მან თქვა, რომ სოფელ ქუთლიარში სტადიონის რეაბილიტაციას, სავარაუდოდ, 2022 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინებენ.

ჰურიანოვმა თქვა , რომ სკოლის ახალი შენობის ჩაბარების შემდეგ, ძველის დემონტაჟი მოხდება და ადგილზე სტადიონი მოეწყობა.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები